30 აგვისტო…

დიდხანს ვფიქრობდი რაზე დამეწერა. ან საერთოდ დამეწერა თუ არა…

1981 წლის 30 აგვისტოა – ბიჭი დაიბადა. ბევრს ტიროდა და ნაკლებს იცინოდა. სახლში უფრო დიდხანს იყო ვიდრე ბავშვებთან. მშობლებთან უფრო დიდ დროს ატარებდა ვიდრე თანატოლებთნ. უფრო ხშირად ავადობდა. ბრონქული ასთმის დიაგნოზი დაუსვეს რომელიც თანდათნ მწვავდებოდა. მშობლები დაატარებდნენ მაღალ მთიან კურორტებზე, ჰაერის გამოცვლის მიზნით. თუმცა მაინც თავისი სახლი აირჩია მუდმივ საცხოვრებლად, რაც მის მდგომარეობას ართულებდა. ჩემს ქალაქშიც ყოფილა და მე არ მცოდნია. თუმცა ბავშვობაში ერთი და იგივე ადგილზე გადაღებული სურათები გვაქვს. იქნებ რიგშიც კი ვიდექით იმ ადგილზე სურათი რომ გადაგვეღო და მის გამოსვლას ველოდებოდი მე რომ დავმდგარიყავი და სურათი გადამეღო. ბავშვობაში ძალიან სასაცილო და ბოთე ყოფილა, როგორც თვითონ მომიყვა მოგვიანებით. ბაღში და სკოლაში სიარული არ მოწონდა და დედა იდგა კარებში ცალ ხელ შეყოფილი, იმის ნიშნად რომ იქ იყო, მასთან. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ჯიბეებში ხელჩაწყობილმა ერთხელ თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა მოჭრილი მორივით.  გიტარაზეც უვლია მთელი 7 წელი და გიტარიანად თხრილშიც გადავარდნილა. ფუტკრების სკასთან მისულა და ბუზის საკლავით დარევია ფუტკრებს. მეზობლის ქათმები დაუხსნია ციხისგან (ანუ გალიის კარები გაუღო და ეს კმაყოფილი დაბრუნდა სახლში).

ეს ჩემი ქმარია. სიტყვაძუნწი. თბილი, მზრუნველი და ჭკვიანი. მე სიტყვა – “მეუღლე” უფრო მომწონს 🙂

სულ რაღაც 10 წლის წინ გავიცანი და მაშინვე დავუმეგობრდი. მაშინვე დავარქვით ერთმანეთს ზედმეტი სახელები და დღემდე ამ სახელებს ვეძახით ერთმანეთს. ის მუდამ გვერდში მიდგას. უფრო ბევრს მითმობს ვიდრე მე… უფრო მეტს ფიქრობს. წნევაც ჩემზე მაღალი აქვს და ტანიც. სითბოს ხალხში არ გამოხატავს და საერთო მეგობარივით იქცევა. არ ეზარება ჩემს გამო სადმე წასვლა და საქმის გაკეთება, ოღონდ მე გამიხარდეს. თუმცა საჩუქრებს ვერ მიკეთებს ხშირად. როცა მშობლებთან მივდივარ დასასვენებლად, მას წნევა უწევს და წუწუნებს, რომ სულ მივაგდე. გამხდარიც მხვდება ხოლმე ( თავისი ჭკუით).

თინეიჯერობის ასაკში ოცნება მქონდა მე და ჩემს მეუღლეს ერთად გვევლო სამსახურში – ამიხდა. ერთად მივდივართ და ერთად ვბრუნდებით სახლში. მიუხედავად იმისა რომ სულ ვაგვიანებ ხმას არ უწევს. შეუძლია 5-ჯერ სემოვიდეს ოთახში და დამხედოს როგორ ვიტანჯები თვალზე ლაინერის წასმისგან. და ამ დროს კიდე პიჯამაში ვარ. არადა არ ვაგვიანებ. უბრალოდ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ყველას მის ახლობელს უძახის და საქმე საქმეზე რომ მიდგება ამის გასაკეთებელი ხდება ყველაფერი. ლანჩსაც ერთად მივირთმევთ და ნაბახუსევზეც ერთად გამოვდივართ. შუადღეს გამომივლის უნდა რომ დამხედოს, მეტი არაფერი და ბრუნდება ისევ სახლში. ჩემი უფროსი თავის ქმარს აუხირდა მეც მინდა ასე რომ იყოო… ქმარმაც შენ ხომ ხარ კარგადო.

დღეს ჩემი კაცის დაბადების დღეა და 36 წლის გახდა.

ჩემო ბიჭო, გაგვეძლოს ერთმანეთისთვის. ჯანმრთელი მინდა მყავდე და ბედნიერი. მშვიდი ისედაც ხარ. ზედმეტადაც კი ხანდახან, რაც ნერვებს მიშლის.

რასაც გისურვებ იგივე სურვილები ჩემთვისაც გამოდის, ასე რომ ყურში გეტყვი….

Advertisements

30 წელი…

პატარა ბავშვების მიერ მოყოლილ ამბებზე ვგიჟდები, მითუმეტეს ეს ამბები თუ იწყება შემდეგი სიტყვებით: “მე რომ პატარა ვიყავი”. თან სულ რაღაც 2-3 წლისანი არიან ამ დროს 🙂

ვიწყებ ამ სიტყვებით, თან ყოველგვარი ღიმილის გარეშე 🙂 მე რომ პატარა ვიყავი… და ვგებულობდი რომელიმე უფროსი ადამიანის ასაკს იქნებოდა ეს 20, 25 თუ 30 წლის, იმხელები მეჩვენებოდნენ რომ მათთან ლაპარაკიც კი მრცხვენოდა, მაგრამ იცი ეხლა რას ვფიქრობ? ასე მშობლებზე არ ვფიქრობდი… დედა და მამა სულ ასეთები მახსოვს ასე მგონია <3. ყველა გავიზარდეთ. მივუკაკუნე 30 წელს (როგორც ჩემი ქმარი მიყვება ხოლმე ზღაპრებს – გამოხდა ხანი) და ვფიქრობ რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და რას ველი კიდევ მისგან. რამდენად დიდი ვარ იმისთვის, რომ გავაკეთო ესა თუ ის საქმე. ვფიქრობ 30 წელი ისეთი ასაკია, როცა დანამდვილებით იცი რა გინდა და ნაწილობრივ გარკვეული წარმატებისთვისაც უნდა გქონდეს მიღწეული. ეს იქნება პირადი თუ პროფესიული საქმიანობა. შესასრულებელი გეგმების სია არ სრულდება. ვიმედოვნებ არც არასდროს დასრულდება და სიაში მათ გადახაზვას ნელნელა მოვახერხებ.

      როგორია 30 წლის ქალი? რა მოაქვს მისთვის ცხოვრებას რიცხვების გარდა?

ბევრი ნაცნობი, ცოტა მეგობარი, წარმატება, ბევრი საფიქრალი, იდეა და მის შესასრულებლად უამრავი აზრი, ოჯახი, ბევრი სიხარული, ბევრი ნერვიულობა. სახეზე პირველი ნაოჭები, მაგრამ იმდენს ვიცინი მგონი თვალთან ნაოჭებით დავიბადე. იცვლება გემოვნება, სტილი. რაზეც ადრე არ ვფიქრობდი ეხლა მასზე ფიქრს უამრავ დროს ვახარჯავ. ხან საერთოდ არ ვდარდობ, ხან კი მეთვითონაც მიკვირს რატომ უთმობ ამაზე ფიქრს ამხელა დროს. იმატებს არასასურველი ადამიანების რიცხვი გარშემო, რადგან ახერხებ უკეთ გაიცნო ადამიანი და ცდილობ ურთიერთობის ზღვარს არ გადახვიდე და ბოლო ბოლო არ შემოგელანძღოს თავს იკავებ, რაც პატარაობისას არ გამოგდიოდა. მაგრამ მგონი ადამიანებთან ურთიერთობას მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობ…ხარისხის დაცვა რამდენად გამოვა არ ვიცი მაგრამ ცდილობ მაინც. რაც შეეხება კაცებთან ურთიერთობას უფრო გართობაზე ფიქრობ ვიდრე “აქანე დავდგამ სტენკას” ზე… იცვლება ემოციაც და განწყობაც, სასაუბრო თემა და ურთიერთობის ფორმაც. 30 წლის ასაკიდან მამაკაცებისგან მიყენებული განცდა: დაახლოებით იგივეა, რაც ძაღლით ან კატით მიყენებული; სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

 

 იცვლება სახლშიც გარემო. კედლიდან იხსნება მრავალი არასასურველი ნივთი, ჩანთაშიც შენს ძველ ნივთებს ახალი ნივთებით ანაცვლებ, კულინარიის წიგნში გემრელი კერძების თუ დესერტების რეცეპტებია. ყველას რამდენად ან როდის გავაკეთებ არ ვიცი, მაგრამ ხომ წერია კაცო. გულსაც უხარია და თვალსაც. იცვლება კოსმეტიკა. ადრე თუ ბევრი იაფფასიანი ჩრდილი და კრემი მქონდა, ეხლა რამოდენიმე  ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებით ჩავანაცვლე. რაც შეეხება გარეგნობას, თმის ვარცხნილობაც შევიცვალე – დავიმოკლე. რატომღაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. შეიძლება უფრო მიხდება კიდეც. ჩემი “გაჭირვება” არის ყოველ სეზონზე  იმიჯის შეცვლა… ნუ სურვილი მაქვს ყოველშემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ ვიჭრი მარტო “ჩოლკას”. ესეც ჩემი იმიჯი… ან ვყიდულობ ფრჩხილის სხვა ფერ ლაქს. ჰა-ჰა სხვა ფერის ტუჩსაცხიც წავითხუპნო მაგრამ საბოლოოდ ისევ ის ვარ … ანუ 30-ე წელმა არ შემცვალა… იმედი ბოლოს კვდებაო მაგრამ თუ ასე უფრო კომფორტულად ვარ რატომ შევიცვალო გარეგნობაც და ჩაცმულობაც ვერ ვხვდები 🙂 სამაგიეროდ ივსება ბიბლიოთეკაში წაკითხული წიგნების რაოდენობა. თუ აქამდე რაოდენობა 6-8ს უტოლდებოდა.  ეხლა შეიძლება დავემუქრო ადამიანს შენი წონა წიგნი მაქვს წაკითხულითქო 🙂

ასე რომ გოგოებო ასაკის მატებასთან ერთად ჭკუა მოდისო არავინ მოგატყუოთ… იძენთ გამოცდილებას მხოლოდ. ხარ ის რაც იყავი აქამდე… გულჩათხრობილიც, მხიარულიც, სენტიმენტალურიც, აგრესიულიც, მოსიყვარულეც და მეგობრულიც. ასაკი მხოლოდ რიცხვებია. და თუ ბევრი რიცხვია და შენ კვლავ მაგრად გამოიყურები მაგას რა ჯობია. არ ეცადოთ შეცვლა უფრო სასაცილოდ შეიძლება გამოიყურებოდეთ. იყავი ის რაც ხართ…

აუ რეკლამა გამახსენდა “სპრაიტის” ამ დევიზით – იყავი ის, რაც ხარ.

 

აუ ისე დავამთავრე წარმოვიდგინე სცენა ბნელდება და მარტო ჩემი იდუმალი ხმა ისმის… 🙂 🙂

სილვია პლათი “ზარხუფი”

ზარხუფი ერთგვარი ამოპირქვავებული მინის ქილაა, გამჭვირვალე. თვალისთვის ხილულია ნებისიერი შიგთავსი თუ-სიცარიელე. ზარხუფის აწევა და გადაადგილება მარტივია, ოღონდ არა მაშინ, როცა ამ ზარხუფის ტყვე თვითონ ხარ. ამ ავტობიოგრაფიული რომანის ზარხუფი – სიგიჟეა, ესტერის, სილვია პლათის პროტოტიპის, ახალგაზრდა, ნიჭიერ თავზე მოულოდნელად ჩამომხობილი, მისი და გარშემომყოფების, მისი ცხოვრების გამყოფი, რომლისგანაც თავის დაღწევაც სულ მცირე, საკუთარი გონების, ვნებებისა და ნიჭის დაყოლიებასა და სიცოცხლის სურვილზე მათ ჩაჭიდებას მოითხოვს.

ამერიკელი მწერლის, სილვია პლათის ავტობიოგრაფიულ რომანში “ზარხუფი”, მოქმედება ამერიკაში, 50-იან წლებში ხდება. ამერიკაში, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ ცდილობს ფეხზე წამოდგომას, თითქოს უკვე ყველაფერია: მუსიკა, მოდა, ცათამბჯენები, მედიცინა, რელიგია, ოჯახური ტრადიციები, კარიერული წარმატებები… თუმცა ეს ყველაფერი სილვია პლათისთვის სივრცეს მოკლებულ ჰერმეტულ ჭურჭლად იქცევა. ის აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ამ გარემოში

მისთვის, როგორც პოეტისთვის და ქალისთვის შეუძლებელია იყოს მრავალმხრივი; რომ თუნდაც, ყვლა სხვა არჩევანს შორის მწერლის კარიერა, რომელზეც ოცნებობს და ამავდროულად ცოლისა და დედის ცხოვრება, რომელიც ასევე სურს – შეუთავსებადია.

“ჩემი ცხოვრება დავინახე ჩემს წინ დატოტვილი, როგორც ლეღვის ხე… ყოველი მხრიდან მშვენიერი მომავალი – მწიფე, იისფერი ლეღვის მსგავსად თვალს მიკრავდა და მეძახდა. ერთი ლეღვი ქმარი იყო და ბედნიერი სახლი და ბავშვები;  მეორე ლეღვი იყო ბრწყინვალე პროფესორი; და სხვა ლეღვი იყო შესანიშნავი რედაქტორი; და სხვა ლეღვი იყო -ევროპა და აფრიკა და სამხრეთ ამერიკა… ამ ლეღვების გარდა და ამ  ლეღვების მიღმა იყო კიდევ უამრავი ლეღვი, რომლებიც ეხლა თვალში არ მხვდებოდა. ჩემ თავს ვხედავდი და ვიჯექი ამ ხესთან და შიმშილისგან სული მძვრებოდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რომელი ლეღვი მომეწყვიტა.იმათგან სათითაოდ ყველა მინდოდა, მაგრამ ერთის არჩევა სხვების დაკარგვას ნიშნავდა. ვიდრე ასე ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა ლეღვები ჭკნებოდნენ და შავდებოდნენ და ტერფებთან ცვიოდნენ.” წერს პლათი თავის რომანში და ნაწილობრივ ამით თავისი დეპრესიის მიზეზსაც გვიმხელს. ამ ეტაპზე სილვია პლათის და შესაბამისად, მისი გმირის სასოწარკვეთა, თვითმკვლელობების მცდელობები და ფსიქიატრიული მკურნალობა მისი ცხოვრებაში დაბრუნებით დასრულდა, მაგრამ ამ დროებით”ჰეფი ენდამდე” ესთერს საშინელი შინაგანი ოდისეით მოუხდა მიღწევა.

საინერესოა სილვია პლათის დამოკიდებულება ქორწინებისადმი. ის ქორწინებას სახლის ლაგებასა და ჭურჭლის რეცხვაში ხედავს, ხალათში სიარულსა და ქმრისთვის საუზმის მომზადებაში, ჭუჭყიანი ჭურჭლის რეცხვაში. თუმცა ტედ ჰიუზთან შეხვედრა მის გონებას სხვანაირად მომართავს. მათი ცხოვრება ისე ვერ წარიმართება, როგორ ცხოვრებაზეც სილვია პლათი ოცნებობდა. “ტედთან ცხოვრება განუწყვეტლივ მშვენიერი ამბის თხრობას ჰგავს”. მეორე დღეს კი პირქუშია- წერს რომ მარტოა, რომ “სეირნობენ, როგორც ორი უცხო ადამიანი”. ჰიუზის ღალატი გახდა ჰაერში დროებით აწეული, დროდადრო ზარივით მოწკრიალე “ზარხუფის” დაშვების ბოლო იმპულსი, სწორედ ამ ფონზე დაუბრუნდა პლათი ნაცნობ ვაკუუმს. შეშლილობის ზღვარს, რომელსაც ათი წლით ადრე თავი არა შოკური თერაპიის და კლინიკაში გატარებული ჯოჯოხეთური დროის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი ინტელექტისა და სიცოცხლის სურვილზე კონცენტრაციის წყალობით დააღწია. სწორედ ამ პერიოდში დაიწერა “ზარხუფი”. რომანი, რომელშიც სასოწარკვეთის შეშლილობისა და თვითმკვლელობის ზღვართან მგდომი გოგონა ახერხებს სიცოცხლისკენ მობრუნებას, რომლის ავტორმაც განმეორებით ეს ვეღარ შეძლო.

 

 

ჩემი ახალი წელი

როგორც ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციისა – მეც ძალიან ძალიან მიყვარს ახალი წელი, ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის, ყველა კონტაქტში შემოდის შენთნ და მინიმუმ ერთ პატარა შოკოლადსაც გჩუქნის… ადამიანების გაბედნიერების გარდა, ახალი წელი რაღაც სიახლის, ახალი სიცოცხლის, ახალი ნაბიჯების, წარმატების თუ წარუმატებლობის მომტანია… ჩემ თავს ყოველი ძველი წელის გადაგორების შემდეგ ვამხნევებ და ჩავჩიჩინებ, რომ ახლა მორჩა… ყველაფერს ისე გავაკეთებ და გამოვასწორებ რაც ძველ წელში არ გამომივიდა.. შეიცვლება ადამიანებთან დამოკიდებულება და განწყობა, ვიქნები უფრო გაზრდილი და დამშვენებული . ამ იმიჯმა ხომ შემიწირა, გარეგნობაში რაღაცის შეცვლას გეგმავ, მაკიაჟს ამუქებ, თმას იმოკლებ… მაგრამ შენც არ მომიკვდე… 🙂 როგორიც ვიყავი ისეთი ვარ. თუმცა ძველი წელიწადის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.. ღმერთს მადლობა რომ სამსახური ვიშოვე და ვმუშაობ, სახლიდან გავდივარ და თან როგორი გემრიელია შენი ხელფასით ნაყიდი სურსათი. ამას გარდა ყოველდღე რომ მოწესრიგებული უნდა იყო და მუდამ შემართული მომწონს. აქტიურად ხარ და საკუთარი თავის პატივისცემასაც გამოიმუშავებ ბოლოს და ბოლოს.

ჩემმა ახალმა წელმაც როგორც სხვების ოჯახებში ჩაიქროლა სიცილში, ხარხარში, სიყვარულში, სითბოში, სმა-ჭამაში, რაც ბოლოს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებაში გადაიზარდა და საჭმელს ვეღარ ვიტანდი. სამაგიეროდ ბავშვები იყვნენ კმაყოფილები. ტკბილეული, მუდამ საზეიმო განწყობა, საჩუქრები და სტუმრები მეტად ახალისებდათ და კმაყოფილები იყვნენ დღის ბოლოს.

მამლის წელი მოდის. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ ჩემი წარმატების წელი ყოფილა კაცო და არ ვაფასებდი ამ მამალს მე რიგიანად. ასტროლოგებმა მამალი არ დაკლათ ხალხო არ აწყენინოთო. ჩემ გოგოს შეაფრინდა ზურგზე და როდემდე უნდა გადაგვიარონ ამ ქათმებმა ბოლო ბოლო გაგვაგებინეთ… არ დაკლათო და ჩემმა დედამთილმა უკვე სამ მამლაყინწას წააგდებინა თავი – ანუ დაგვერხა ხალხო. სუფრაზე მარცვლეული უნდა იდოსო და ვინ დაყარეთ მარცვლეული გამოდით დამენახეთ… მკვდარი მამალი მედო სუფრაზე და ამ მარცვლელს ვინ შეჭამდა თუ კაცი ხარ.

რა გისურვოთ აბა, ჯანმრთელობა პირველ რიგში, ამ ვირუსების გადამკიდე სხვა რა გისურვოთ, ნათელი გონება, წარმატება, სიხარული, შემართება და მატება ოჯახში….  ❤

ბუშტის კაცუნა

ერთ პატარა ბიჭს მამამ ფერადი ბუშტები მოუტნა. ჩვეულებრივი ბუშტები, აი ისეთი, ბაზრის წინ ჩამწკრივებულ ღია ფარდულში და სათმაშოების მაღაზიებში რომ იყიდება. ბიჭმა აიღო ერთი ცალი და ჩაბერა. ბუშტი თანდათან გაიბერა და ის იყო ხელი უნდა გაეშვა კიდეც, რომ რას ხედავს? შიგნით სარწეველა სავარძელში, კაცუნა ჩამჯდარა და ღიმილით უპაჭუნებს თვალს.

ბიჭუნას სულ არ შეშინებია. კაცუნაზე ბევრი რამ გაეგონა და წაეკითხა.

-ეი, მანდ საიდან გაჩნდი? – შესძახა ყოჩაღად

-საიდან და ნატვრის ქვეყნიდან, – გაუცინა კაცუნამ.

-ოჰო? ასეთი ქვეყანაც არსებობს? – გაუკვირდა ბიჭს, -მაინც საით არის, ვერ მიბრძანებთ?

-როგორ არა, ცოტა ზევით და ცოტა ქვევით.

-ი, შუაში ყოფილა?

-მართალი ბრძანდებით, – კვერი დაუკრა კაცუნამაც.

-მაინც რას აკეთებთ მაგ ნატვრის ქვეყანაში?

-რას ჩემო ბიჭუნი და არაფერს. ოღონდ რამე მოისურვე და მაშინვე თავისით შეგისრულდება: ტკბილეული იქნება თუ სათამაშო, ყველაფერი თავზე საყრელად მოდის. ნატვრის ქვეყანაში ასეა, ხელის განძრევა არ გჭირდება.

-შენ გენაცვალე, ნატვრისა კი არა, უსაქმურთა ქვეყნიდან ყოფილხარ, – გადაიხარხარა ბიჭმა.

-როგორ თუ უსაქმურთა ქვეყნიდან, – გაბრაზა კაცუნა. წყენისგან გაიბერა და ბუჰ! -ბუშტი გასკდა.

ორი სკამი…

ძველ სკამთან ახალი სკამი მიიტანეს. ახალ სკამს მობეზრდა ჩუმად ყოფნა და უნდოდა ძველისთვის აქაური ამბები გამოეკითხა..

-ბატონო სკამო, წამოიწყო მოკრძალებულად. ძველმა დინჯად შეაწყვეტინა

-მე სკამი კი არა, ცხენი ვარ!

-ცხენი? – ჯერ გაუკვირდა ახალ სკამს. მერე პირმოთნედ გაიღიმა, – რა ხუმარა ბრძანებულხართ. -ძველმა ყური არ ათხოვა, დარბაისლურად იდგა ერთ ადგილზე და სადღაც იცქირებოდა.

-ბატონო სკამო, – ვერ მოითმინა ახალმა.

-მე სკამი კი არა, ავტომობილი ვარ, -კვლავ შეაწყვეტინა ძველმა და ისევ ფიქრში წავიდა.

ახალს მაინც ვერ გაუძლო გულმა .

– ბატომო სკამო…

– რომელი სკამი თვითმფრინავი ვარ! – გაჯავრებით დაიბუხუნა ძველმა. ახალმა თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა.

– უიმე, ეს რა გავიგონე, თვითმფრინავიო, – კისკისებდა პირზე ხელმიფარებული, მაგრამ ძველის გამგმირავ მზერას რომ წააწყდა, მალე იკარა ხმის ჩაწყვეტა. თუმცა კიდევ ერთხელ სცადა მუსაიფის გაბმა:

-ბატონო სკამო,  – წამოიწყო თვიდან.

-მე სკამი კი არა ხომალდი ვარ, -მუქარით გამოხედა ძველმა და ზურგი შეაქცია არამკითხეს.

-ერიჰაა, ეს ვერ უნდა იყოს მთლად დალაგებული ჭკუის, -გაიფიქრა ახალმა, მაგრამ ამ დროს ოთახში ხმაურით შემოვარდა პატარა ბიჭი, ეცა ახალ სკამს და ზეცაში გუგუნით გაფრინდა.

-შენ, ეი, სკამო! – შურით დაუძახა ძველმა ახალს.

-უკაცრავად, მე სკამი კი არა რაკეტა ვარ! ამაყად გადმოსძახა ახალმა და “ფრენას” უმატა.

***

დღეს უჩევულო ბლოგის დაწერა მიწევს… ასეთ ხასიათზე ძალიან, ძალიან იშვიათად ვარ, აი ისეთ ხასიათზე რომლის გამოსწორებასაც ვერანაირად ვერ ახერხებ… რა ქვია ამას დეპრესია? დეპრესიას კიდევ სხვა ნიშვნელობა აქვს, თუმცა ეხლა ყველანაირ უხასიათობას დეპრესიას მიაწერენ ხოლმე… უბრალოდ უხასიათობა დავარქვათ. ამ უხასიათობას თავსი მიზეზი აქვს. უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება. ყოველშემთხვევაში ჩემთან. ნუ მოკლედ ვეძებ სამსახურს… ჩემთვის არა… ჩემი მეუღლისთვის. ეს ამბავი არ იცის 🙂 განათლებით პროგრამისტია, უმაღლესი განათლებით.  ქსელის ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ძალიან მინდა თბილისში გადმოსვლა აი ძალიან…თუნდაც ჩემი შვილის უკეთესი მომავლისთვის, მისი გავნითარებისთვის. ეხლა იტყვით სულ გაუბერია ამ გოგოსო, მაგრამ არა და არა.. ვის არ უნდა უკეთესი ცხოვრება :).

სერიოზულად იქნებ გეგულებათ სადმე ვინმე, რამე. ვაკანსიები ვათვალიერე, ვათვალიერე და ბოლოს საიტის დაბლოკვის სურვილი რომ გამიჩნდა გამოვედი საერთოდ იმ გვერდიდან.

იქნებ დამეხმაროთ.

არდადეგები…

        სადგურზე ბილეთები ვიყიდეთ, ბათუმი- თბილისი, ორი ცალი… ბორჯომში სამნი მივდივართ 🙂 . ველოდები პარასკევ დილას. ჩემი ჩემოდნებიც ელოდებიან როდის გააქცუნებენ სადგურზე და ბორჯომისკენ გეზს როდის აიღებს ლამაზი მატარებელი. დილით საშინლად წვიმს, თუმცა ამან ჩემს ხასიათზე საერთღოდ ვერ მოახდინა გავლენა. ვცქმუტავდი და ოთახებში ჩქარი ნაბიჯით დავდიოდი, ვაღებდი ყველა კარადას თუ უჯრას, რამე ხომ არ მრჩება მეთქი, მაგრამ ხომ ვიცოდი რომ არაფერიც არ მრჩებოდა…9:46 წუთზე გადის ჩვენი მატარებელი ხაშურის სადგურამდე მივყვებით, კომფორტი არის შეძლებისდაგვარად 🙂 ცხელი შოკოლადის აპარატიც დგას, რომელიც ჩემმა ხუჭუჭამ “გაიგდო” 🙂 არ მოეშვა… იქით ახალგაზრდა წყვილი ზის მშვიდად აუღელვებლად. გვერდით სავარძელზე კიდევ წყვილი 10-12 წლის ბიჭუნათი, რომელიც მთელი გზა რაღაცას თმაშობდა, ქალს ეძინა, ფეხები მეუღლის კალთაში ეწყო. ქართველები არ იყვნენ. უკან ორი ბიჭი, არც ისინი იყვნენ ქართველები. გაქონდათ და გამოქონდათ  ამბებს ყვებოდნენ თუმცა ვერ ვგებულობდით რას ლაპარაკობდნენ. ენა არ გაუჩერებიათ.ვმთელ ვაგონში სიწყნარეა მარტო ჩემი პატარა ტიკტიკებს. ჩემმა ხუჭუჭამ მშვიდად იმგზავრა, გაიზარდა უკვე და დიდი ქალივით მგზავრობს. 2:30 წუთში ხაშურის სადგურზე ვიყავით, სადაც ბაბუ დაგვხვდა. ხუჭუჭა გაექანა და ყელზე შეახტა, მერე მოასკუპდა თავის ველოსიპედს და სადგური მოიარა. ახალდაბიდან სულ სხვა ჰაერი იგრძნობა – ცივი, სუფთა. მე ჩემი პატარაც ხარბად ვსუნთქავთ მანქანის ფანჯრიდან ჰაერს და ხელებს ვიქნევთ, ველოდებით ჩიტები როდის დაგვაჯდებიან თითებზე. უბანში ამოვედით, როგორ მომნატრებია. დავყარეთ ჩანთები და სახლის დათვალიერებას შევუდექი, რამე ახლის ძიებაში ვარ ხოლმე ყოველთვის როცა ასე ჩამოვდივარ. ბევრი სიახლე დამხვდა სახლშიც, უბანშიც. ახალი ნივთები, საჩუქრები. უბანში ახალი მეზობლები, ჩხუბები მთვრალი კაცების “კონცერტი”. განქორწინება-დაქორწინებები. ახალი თაობა და ძველების გახსენება. მაინც კარგია ჩემს სახლში ყველაფერს ისევ ძველი სუნი აქვს, მიუხედავად ბევრი სიახლისა. ჩანთები ოთახში დავაბინავეთ. და …

       არდადეგები დაიწყო. ნათელი, მხიარული, გრილი და ლამაზი.

***

    დილით მზის ამოსვლას დაასწრო.  თვალებს იფშვნეტს და იზმორება, ცოტა კიდევ წაუძინებდა, მაგრამ დრო ისე სწრაფად გარბის… ადგა, 5 წუთში ტანსაცმელი ჩაიცვა და ისაუზმა -თავისი გამომცხვარი პურით და თავისივე ამოყვანილი ყველით. ჩაი დააყოლა. თავის შვილიშვილს დახედა რომელსაც არაფერი გაუგია და მშვიდად ეძინა. ეძინა ანგელოზის ძილით. სახლიდან გავიდა. კარების ხმაურზე ძაღლი გამოფხიზლდა და წაიწკმუტუნა, უცხო ეგონა და თავისი პატრონი შერჩა ხელში. საქათმეში ქათმებმა დაიწყეს ფრთხიალი. ეზო დიდია, ცოტა ფეხით აქვს გასავლელი რომ ჭიკრამდე მიაღწიოს. დაცვარულ მინდორზე წაღები უსველდება და ცოტაც ფეხი უცურავს. აი ოთხფეხა პირუტყვის სადგომსაც მიაღწია და მიესალმა თავის მარჩენლებს, ისინიც მიესალმენ და დრუნჩი მიუშვირეს, იციან რომ რაღაც მაინც ექნება ჯიბეში მათთვის. არც ამჯერად შემცდარან. ვაშლის პატარა ნაჭრები ყველას ეყოფა პირის ჩასატკბარუნებლად. მერე კი საძოვარზე დაცვარულ ბალახს შეექცევიან. პირუტყვი საძოვარზე გაუშვა, ფრივნველი მოვლილია და პატარა გოგოც ბედნიერი დარბის ეზოში, ბუდეში რამოდენიმე კვერცხი იპოვა და საუზმედ ერბოკვერცხს შეჭამს. ისიც გახარებულია, თვალზე ცრემლს იწმენდს და გულში ლოცავს შვილიშვილს. ბოსტანში ახლად დამწიფებულ ბოსტნეულს დაეტაკა პატარა. უხარია თვითონ რომ იღებს მოსავალს. საქმეს რა დალევს. ეზოა იმხელა… თვალს ვერ აწვდენ ბოლომდე. სულ მინდორი. ღობე ალაბ ალაგ შემორჩენილი. ამიტომ უწევს პატარას ამხელა მანძილის გავლა მეზობლის ეზომდე. გაიქცევა და გულამოვარდნილი დაუძახებს. იგივე თამაშს ითამაშებს რაც გუშინ ითმაშეს, გუშინ წინ, იმის წინ და ასე დაუსრულებლად. უფროსებიც არ უძახიან ბავშვებს, უნდათ რომ ბავშვობით დატკბნენ. ერთდ გატარებული ყოველი წუთი დაამახსოვრდეთ და ტკბილ მოგონებად ექცეთ. არ იციან რა მოხდება თუნდაც დღეს ან ხვალ… ცა ნაცრისფერია. ქარსაც რაღცნაირი სუნი და გემო აქვს. ავის მომასწავებელი. შვილიშვილებს უყურებენ და იმახსოვრებენ ყველა მათ მოძრაობას. ხან თავის შვილების ბავშვობას ამსგავსებენ და უხარიათ.

   ფოსტალიონმა ჩამოიარა, შუბლზე ოფლს იწმენდს და დეპეშებს არიგებს…

ქერის სტილი…

 

“რატომ ფიქრობენ ქალები, რომ ვიღაცის წინაშე ვალდებულნი არიან? ჩვენ გვინდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და გვსურს გავაჩინოთ ბავშვები თუ ჩვენ უნდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და საჭიროა გავაჩინოთ ბავშვები? როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან “მინდა” და “უნდა”, ან “გვსურს” და “საჭიროა”?! ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სხვის შეცდომებსაც ვერ ითვალისწინებ, საუკეთესო მეგობრისაც კი… რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს და რატომ ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას საჭიროებისამებრ? ჩვენ ხომ თავისუფლები ვართ? უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვსურს და რასაც გული გვკარნახობს. და მაინც… რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ვინმეს წინაშე?

“როცა მამაკაცი სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს, მას რომანტიკოსად მიიჩნევენ, როცა იმავეს ქალი აკეთებს – გიჟად.” … ეს ქერი ბრედშოუს სიტყვებია ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”. ჩემი style icon.

როცა სიტყვა გოგოების მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობაზე, ჩაცმულობასა თუ მოდაზე ჩამოვარდება, სულ მახსენდება ეს ფილმი. დღეს მოდი არ გავრთულებ და ქერი ბრედშოუს სტილზე მოვყვები ცოტას.

ქერი ბრედშოუ – ჯურნალისტი, აქვს საკუთარი სვეტი ფიქტიურ გაზეთში “New  York Star”. გვევლინება ფილმის სიუჟეტის მთხრობელად. არის ნიუ იორკის ელიტის წარმოამდგენელი. ყოველთვის მისაღები პერსონა ყველა სახის წვეულებაზე. ცნობილია გამორჩეული ჩაცმის სტილით და გემოვნებით. ქერი უკანასკნელ ცენტებსაც კი ძვირადღირებული ფეხსაცმელებისთვის ხარჯავს. ხშირად დადის შოპინგზე და მის ყურადღებას გამორჩეული სტილის ფეხსაცმელი და კაბა იპყრობს, რომლიც შეიძლება მოდის სტანდარტებში არ ჯდება. მას შეუძლია უბრალო მაისური თუ ქვედაბოლო წლის სენსაციად აქციოს.

        


გამონათქვამები…

გაბრიელ გარსია მარკესი

 ***

უნდა დაუგდოთ ყური ბავშვის ხმას, რომელიც ოდესღაც იყავი და რომელიც არსებობს კიდევ სადღაც შენში. თუ არ დავკარგავთ ამ ბავშვთან კავშირს, არ დაირღვევა არც ჩვენი კავშირი სიცოცხლესთან.

***

არც ერთი გიჟი არ არის შეშლილი თუ ყურს მიუგდებთ მის მოსაზრებებს.

***

თუ რაღაცაში ქალია ჩარეული, მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სამყაროს ქალი მართავს.

***

არ მისცე თავს უფლება მოკვდე, თუ არ განიცადე ეს სასწაული – დაიძინო იმასთან ვინც გიყვარს.

საკუთარი ოთახი…

ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახი” წავიკითხე… ძალიან დავითრგუნე და იმდროინდელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ადგილზე წარმოვიდგინე თავი. ერთბაშად დავპატარავდი. საერთოდ მინდა ვხედავდე და აღვიქვავდე ქალს, როგორც წარმატებულ და რეალიზებულ ინდივიდს. საკუთარი ბედნიერი ოჯახით და წარმატებული კარიერით. რაღაც აქტიურობა შეიმჩნევა ჩვენს საზოგადოებაშიც და ქალი ცდილობს საკუთარი ადგილის და სახელის დამკვიდრებას საზოგადოებაში. ეს გენდერული თანასწორობაც ვის როგორ ესმის… “ქალი ვიცი მე კუხნაში” და ” ქალო ნასკი გამხადე” საზოგადოება ნელნელა უფსკრულისკენ მიდის ასე მგონია, თუ უფრო გააქტიურდნენ ვეღრ ვგებულობ. რაც სამსახური დავიწყე უცნაურ ხალხს ვხვდები. კაცები რომლებიც ცოლებს ვერ აკადრებენ რაღაც რაღაცეებს და გულაობენ სხვა ქალებთან ნუ აქ ცემა ტყეპაც მოსულა. და მეორე ჯგუფი კაცების, რომლებსაც ცაში აყავთ საკუთარი ცოლები.

საერთოდ ვფიქრობ ქალი კაცზე ჭკვიანია, ძლიერი და რატომ, იმიტომ რომ ქალს ყოველთვის შეუძლია დამაჯერებელი და მშვიდი ტონტით კაცს გააკეთებინოს ის, რაც კაცს არ სურს რომ გააკეთოს. უბრალოდ ჩვენ უნდა ვეცადოთ მშვიდი ტონი შევინარჩუნოთ. ჭკუა და ეშმაკობა უნდა ვიხმაროთ. ტყუილად კი არ გვიწოდებენ ჩვენ ქალებს “ღამის მრჩევლებს”.  (ძალიან მომწონს ეს წოდება). ჯერ კიდევ ვულფი ამბობდა 1929 წელს.

“ასიოდე წლის შემდეგ ქალები თავს დააღწევენ მეორე სქესის მფარველობას… ძალას სცდიან ყველაფერში, რასაც ადრე ახლოს ვერც კი გაეკარებოდნენ და გაქრება წარმოდგენა, რაც ემყარება აზრს, რომ ქალს მფარველობს მამაკაცი. ჩვენ თუნდაც ღარიბი და უსახელო დავრჩეთ, მაინც ღირს ვიცოცხლოთ და ამისთვის გავისარჯოთ”. 

როცა ვირჯინია ვულფი თაროზე შემოდებულ წიგნებს შორის ქალი მწერლის წიგნებს ეძებს, ვერ პოულობს, რადგან იმ დროში ფსევდონიმს ამოფარებულები წერდნენ და აქვეყნებდნენ ან ვერც კი აქვეყნებდნენ.  თუმცა პოულობს ” ინგლისის ისტორიას” ქვეთავი “ქალები და მათი მდგომარეობა”   – ცოლის ცემა აღიარებული უფლება იყო კაცისა და ამ უფლებით სარგებლობდნენ როგორც მაღალი ისე დაბალი წრის მამაკაცები, ასევე თუ ქალიშვილი უარს იტყოდა მშობლების მიერ შერჩეულ სასიძოზე, მშობელბს უფლება ქონდათ ოთახში ჩაეკეტათ, ეცემათ და ეთრიათ და საზოგადოება სულაც არ აღშფოთდებოდა ამაზე. ვერც ერთი გოგო ვერ წავიდოდა თეატრში ან თუ წავიდოდა შემდეგ უნდა ევლო წაბილწულსა და ტანჯვის აგონიით გონება დაკარგულს…

ადრე წავაწყდი ერთერთ საიტზე ვიდეოს სადაც ერთი პუტკუნა ქალბატონი ამართლებდა კაცს, რომელიც ციხეში მხოლოდ იმის გამო დაიჭირეს რომ ცოლი სცემა. “შვილო თუ საცემია უნდა სცემო კაცმა აბა რა უნდა ქნა”-ოოო…

ის კი არადა საკუთარი ოთახიც კი არ ქონდათ ქალებს, არათუ ჰობი და რაიმე გასართობი. უნდა ყოფილიყავი ვიღაცის მონა, გასათხოვარი იქნებოდი თუ გათხოვილი.

ხელოვნებაშიც ქონდათ გზა მოჭრილი ქალებს, არავინ აღიარებდა მათ ნაშრომს თუ დიდი შრომის შედეგად შექმნილ ხელოვნების ნიმუშს.

“სერ, ქალი რომელიც ქმნის მუსიკას, ჰგავს ძაღლს, რომელიც უკანა ფეხებით დადის, კარგად ვერ დადის, მაგრამ გაოცებთ, რომ საერთოდ ახერხებს”.

აშკარად უკეთესი მდგომარეობა გვქონდა ჩვენ ამ მხრივ, მარტო ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი რად ღირან… ულამაზესი პეიზაჟების და პორტრეტების ავტორები. რომელთაც სიცოცხლეშივე მოიპვეს მსოფლიო აღიარება. ქალები თანდათან იკიდებენ ფეხს  ყველა სფეროში და აღიარებსაც ჰპოვებენ. იკავებენ მაღალ თანამდბობას და ზოგიერთი მათგანი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს ჩვენი უფლებები, მოვალეობები და რაც მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა! არ დავიშუროთ ძალა ჩვენი ოცნებების ასასრულებლად.

” უდიდესი თხოვნით მინდა მოგმართოთ, გახსოვდეთ თქვენი მოვალოება, იყავით ამაღლებულნი, სულით ძლიერნი, მოვალე ვარ შეგახსენოთ, რაოდენ ბევრია თქვენზე დამოკიდებული, და რა დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოთ მომავალზე. ვიყოთ მეგობრული და თანასწორი.უკეთესი მომავლისაკენ წავუძღვეთ კაცობრიობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ თავისთავადნი. ნუ იოცნებებთ გავლენა მოახდინოთ სხვებზე. დაუკვირდით თავად საგნებს”. ვირჯინია ვულფი.

სასუსნაო…

      როცა სუსნაობა და სასუსნაოს მომზადება ერთნაირად გიყვარს ორმაგად ბედნიერი ხარ.. ორმაგ სიამოვნებას იღებ. 🙂 და თუ სხვების გამასპინძლება მოჰყვება ამას და მათი კმაყოფილი სახეების ყურებაც სიხარულს განიჭებთ, მაშინ საზოგადოების ნებისმიერ გუნდში მისაღბი პერსონა ბრძანდებით. ვფიქრობ მეც მათ მივეკუთვნები, სუსნაობის და სასუსნავის მომზადების გარდა კეთების პროცესში ჭამაც მიყვარს, მაგალითად ცომის, კრემის, უმი ბოსტნეულის, (შენდა უნებურად რომ ვიტამინებს იღებ). სამაგიეროდ ყოველთვის დაგხვდება მინის ჭურჭელში თუ მაცივარში რამე გემრიელი.

   სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები შვებას სამზარეულოში ფუსფუსი მგვრის.. თან ჩემი ხუჭუჭიც რომ მეხმარება ხოლმე და ინგრედიენტებს რომ მიყრის რა საყვარელია ❤ . აი დღესაც რაღაც გავაკეთე, ნუ სისტემატიური ხასიათი აქვს ჩემს ფუსფუსს უკვე და არც დღევანდელი დღე იყო გამონკლისი…

    დღეს მოვიძიე მაცივარში რა მქონდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა და გადავხედე, გადმოვხედე და”ზებრა” “ავაწყვე” . ჩემი რეცეპტი ოდნავ თუ განსხვავდება ინტერნეტში მოძიებული “ზებრას” რეცეპტისაგან, დიდი ხანია უკვე ამ რეცეპტით ვაკეთებ. ანუ ნაცადი და დაგემოვნებული რეცეპტია, ხალხი – კმაყოფილი. ინტერნეტში სურათები რომ ნახოთ ცოტა მუქი ზოლები აქვს ნამცხვარს, ჩემსას კი ცოტა ღია ფერის გამოუვიდა (კაკაო ცოტა მომივიდა ეტყობა) ამიტომ გამომივიდა “დაღლილი ზებრა”.

ესეიგი რა დაგვჭირდება ფუმფულა ბისკვიტისათვის:

2-3 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

500გრ მაწონი

ვანილი, 1 ჩ/კ სოდა, 2 სფ/კ კაკაო, ფქვილი რასაც შეიზელს ოდნავ სქელი უნდა გამოვიდეს ცომი დასასხმელი რომ იყოს.

 გავაკეთებთ გოგლიმოგლს მიქსერით. დანარჩენ ინგრედიანტებს შევურევთ ხელით. სოდა და ფქვილი შეურიეთ ერთად, ცომი ფუმფულა გამოდის უფრო. გავყობთ ცომს ორად, ერთ ნაწილს დავტოვებთ თეთრს , მეორეს შევურევთ კაკაოს. დავასხავთ გამოსაცხობ ფორმაზე რიგრიგობით. ჯერ თეთრი, შემდეგ შავი. გამოვაცხობთ 250-300 გრადუსზე 30 წუთი.  გამოდის ფუმფულა და გემრიელი.

პირველი სამუშაო თვე…

მუშაობა დავიწყე… სტომატოლოგიურ კლინიკაში. არ მითქვამს ხომ ექიმი სტომატოლოგი რომ ვარ 🙂 . 2 თვე სტაჟიორად უნდა ვიყო… ერთმა თვემ გაირბინა… კოლეგებთან საკმაოდ კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს.. უკვე ერთმანეთის ბოროტული ხუმრობებიც კი სასაცილოდ გვეჩევნება. მოგეხსენებათ დასავლეთში ყველა სწრაფად ლაპარაკობს, თავისებური კილოთი. არც აქ იყვნენ გამონაკლისები. თავიდან ძალიან მიჭირდა მათი ნათქვამის გაგება და გააზრება… ანუ მხოლოდ თვალის კუნთი მიყვებოდა… ყური ვერა, ამის გამო მათ სიცილზე მეცინებოდა და არა ნათქვამზე :). სამაგიეროდ ეხლა ყველა სწრაფად ვლაპარაკობთ. უფროსმა ექიმმა (მთავარ ექიმად ახალგაზრდა გოგო ყავს დანიშნული) მითხრა შენ ვერ გაიგონებ ამ კლინიკაში “აქანე – იქანესო” და მეორე წუთში ” მაქანე ბამბაა და მომაწოდეო”. სადამსჯელო ხერხიც მოიგონა, მაგიდაზე დევს ყუთი და ვინც არასწორად იტყვის სიტყვას ხურდა უნდა ჩააგდოს შიგ, მაგრამ აქ მუშაობს “ნეტა მოგცლიას” პრინციპი. ირგვლივ სასიამოვნო ხალხია, ყველა ასაკის ადამიანია, თუმცა სქესთა ბალანსი ირღვევა, ერთი ბიჭი გვყავს ვახო… ამ ბიჭის გამაიმუნებაში გადის დრო 🙂 თუმცა მე რომ ამ კლინიკაში ვარ ვახოს უნდა ვუმადლოდე, თურმე ამას მოუწადინებია კლინიკაში ჩემი მიყვანა, ჩემს სავარძელზე დაჯდეს და იმუშაოსო. აქამდე იმედი არ გამიცრუებია, მეტიც, უკვე პაციენტები ითხოვენ ჩემთან დაჯდომას. “ამ გოგოს ტკბილი ხელი აქვსო”. მე ხომ ჭკუაზე არ ვარ 🙂 გვხვდება პაციენტები ყველანაირი განვითარების, ზომის, წონის, ასაკის თუ სქესის. ზოგიც დარბაისელი იმერელი, ზოგიც დამთხვეული. პაციენტების ისტორიები კი ცოტა მაქვს ჯერჯერობით, ანუ რაც გაგამხიარულებთ, აი რამოდენიმე მათგანი:

“_ექიმო კბილი მტკიოდა და ბალახს ვჭამ რომ გამიაროს და მიყუჩებს განა…”

ხოდა გავუშვით მე და ვახომ საბალახოდ ეს კაცი… არ შემოგვიშვია (ბოროტი ქიმები)

მეორე პაციენტს სავარძელზე დაეძინა და ხრრრ, ხრრრრ….. კი იყო კომფორტულად. ისე, სტომატოლოგის სავარძელზე რომ დაეძინება რავარია…

ერთ-ერთმა პაციენტმა შემოგვჩივლა:  ეს კბილი მიქიჩავებს და გამიბრუა თავიო ვერ მივხვდი რას უშვებოდა ეს კბილი მაგრამ გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა რომ ექსტრაქციას მოითხოვდა ეს კბილი (ანუ ამოღებას).

 

 

 

 

 

 

“- გამარჯობათ, ექიმო.

-გამარჯობათ, რამ შეგაწუხათ?

-ამოსაღებად მოვედი და თქვენ იმ ოთახში ხომ ამომიღეთ ხოდა ისევ თქვენ ამომიღეთ თუ შეიძლება.”  ამოუღეს ამ კაცს და გაუშვეს ნასიამოვნები. საჩუქრად გაატანეს თავისი ამოღებული კბილი…

“-ექიმო ნემსი რომ გამიკეთეთ კუჭი ამეშალა და რა ვქნა?” სატელეფონო ზარი განხორციელდა ექიმთან.

ერთი პაციენტი ექიმის სკამზე დაჯდა და ბზრიალებდა. მეორე – სავარძელზე უკუღმა გადააჯდა. ეტყობა ბავშვობა გაიხსენა და ცხენი გააჭენა. 🙂 🙂

მიუხედავად ამდენი გაჭირვებული ადამიანისა (ჯანმრთელობის მხრივ) მაინც ვაწყდებით სახალისო ისტორიებს.  მათ გარეშე ხომ მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება. ყველაფერში ვეძებ კარგს და სახალისოს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხალისიან და ღიმილით სავსე ცხოვრებას გისურვებთ ხალხო.

ხო მართლა,  კბილების გამოხეხვა არ დაგავიწყდეთ ყოველდღე დღეში ორჯერ და ხშირად გაიღიმეთ.

3×3 თვე სოფელში…

   დაიწყებოდა თუ არა ზაფხულის სამ თვიანი არდადეგები, მამას სოფელში მივყვადი დასასვენებლად თუ ჰაერის გამოსაცვლელად…(ასე ამბობდნენ ხოლმე). მე კი სულ სხვა მიზეზით მივდიოდი: ბაბო მელოდა აღმართის თავზე,  ჯოხზე დაყრდნობილი. მხოლოდ სამი წელი მოვასწარი ზაფხულის არდადეგების სოფელში გატრება.

   დიდი სახლი გვაქვს ეზოში. უცხო დიზაინის მქონე, ორ სართულიანი, დიდი აივნებით და დიდი ეზოთი. ეზოში სულ მინდორია, ეზოს ბოლოს დიდი კაკლის ხე დგას. ქარის ამოვარდნისას მისი ფოთლების შრიალს თუ მოუსმენდი სხვა განზომილებაში ამოყოფდი თავს, ყველაფერს გავიწყებდა. მის წინ ნალია იდგა (სასიმინდე), შიგ სახლი მქონდა მოწყობილი სათამაშოდ. ყველაფერი ნამდვილი მქონდა: ჭურჭელი, ავეჯი, თეთრეული. მხოლოდ ნათურა მქონდა ქაღალდის. 🙂 გერმანული ნაგაზი გვყავდა “ნოქსი”, ყველაზე ჭკვიანი ოთხფეხიანი არსება, ყველაზე ლამაზი. ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. მისი სიკვდილის შმედეგ კი ყაზბეგის ნაგაზი ჩამოვიყვანეთ რომელიც ზურგით მატარებდა ხოლმე ეზოში ❤ . ეზოში ხეხილი გვქონდა, მრავალი ნაცნობი თუ უცნობი სახეობის ყვავილი. სულ იყო შინაური ფრინველი, ეგეც საყვარელი შვილების და შვილიშვილების  გემრიელი სადილისთვის.

სულ იყო ბუდეში კვერცხი. როგორ მიხაროდა მისი ბუდიდან ამოღება და სალხში სირბილით წაღება… ხან ზუსტად მიმქონდა ხან ერთი-ორი კვერცხით ნაკლები 🙂 არასდროს მიჯავრდებოდა ბაბო, პირიქით… ❤

სახლი… დიდი და თბილი სახლი. შემოსასვლელში ქვაფენილი და დიდი ბუხარი, რომელიც ზაფხულში არაერთხელ ანთებულა ჩემი ხათრით. დიდი ოთახები – ძველებული ყვავილებიანი შპალერით და მისთვის დამახასათებელი სუნით. ხის დიდი კიბეები, დიდი მოაჯირით, რომელზეც ვსრიალებდი ხოლმე და ირმის თავის ფიტული… სულ მაინტერესებდა საიდან იყო იმ სახლში, მაგრამ დაზუსტებით პასუხს ვერავინ მცემდა. ოთახში შეშის ღუმელი, კეცზე გამომცხვარი მჭადი. მხოლოდ ბაბომ იცოდა როგორ უნდა დაეკრა კეცზე ჭადი რომ გვერდებზე არ დაბზარულიყო. მე არ გამომდიოდა და ბაბომ ეს ყველაფერი ჩემ პატარა ხელებს დააბრალა.. გაიზრდები და გამოგივაო. გული წყდებოდა თავის რძლებს (ქალაქში ცხოვრობენ) რომ ვერ ასწავლა ასეთი ჭადის გამოცხობა. შუაში კი მე თითით მაკეთებინებდა ჩაღრმავებას, ვითომ უფრო გემრიელი გამოვიდოდა ❤ . ქადები და ჩიტის ფორმის ნამცხვრები ხომ საერთოდ ზეიმი იყო ჩემთვის. ჩემი თონე – პაპანაქება ზაფხულში ხშირად დანთებული, და იქიდან ამორეკილი ცხელი შოთის პურები. ერთი ამოსუნთქვით ვჭამდი. ბაბო კი მუდამ ჭყინტლ ყველს მაძალებდა – მიატანე გოგო უფრო გემრიელად შეჭამო. უხაროდა ჩემი შვილი რომ ამოვა მოპუტკუნებულს დავახვედრებო, მაგრამ მე თვითონ სოფელი მხდიდა კარგად. იქაური გარემო, ცხოველები და უტკბილესი ბაბო.

ყოველთვის გვყავდა 6 სული მსხვილფეხა საქონელი და ამავე რაოდენობის ცხვარი. ერთად ველოდით “ბირჟაზე” როდის მოვიდოდა ცხვირს ფარა, რომ ჩვენი ცხვრები სახლში წამოგვეყვანა. როგორ მიყვარდა მათი მოვლა. თიკნები სახლში ამომყავდა და სახლში დაბაკუნობდნენ. ეს ყველაფერი ბაბომ მასწავლა და შემაყვარა…

    ახლა როცა ის აღარ არის სახლშიც ნესტის სუნია, კედლის კუთხეებში ობობის ქსელები – ევრორემონტით, მტვრიანი ფანჯრები და ალურსმული კარები. ეზოში გასაკრეჭი ვარდები. თონე – უფუნქციოდ, მუდამ ჩამქვრალი. ზამთრის სუსხიან დღეებში რომ ელოდება აგიზგიზებას და გათბობას, თუმცა არც ზაფხულში იტყოდა უარს ცომის გუნდების სტუმრობაზე.

კაკლის ხე დგას ისევ იმ ადგილზე… არც იერი შეუცვლია და არც დაბერებას უჩივის. ქარის ყოველ დაბერვას სიამოვნებით ჰყვება… ისევ ძველებურად შრიალებს. თუ მის ფოთლებში აიხედავთ ისევ სხვა განზომილებში აღმოჩნდებით.

ბავშვები დასავლეთში

სათაურმა არ დაგაბნიოს მკითხველო… არანაირ ევროპელ და ამერიკელ ბავშვებს არ ვგულისხმობ. დასავლეთ საქართველოში გავთხოვდი. სულ განსხვავებულ გარემოში მოვხვდი, კილოზე რომ არაფერი ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობას საზღვრები ვერ მოვუძებნე. ამიტომაც ვერავის დავუახლოვდი ისე, რომ სადმე დავსხდეთ და ვიჭორაოთ, ან სახლში გადმოვიპატიჟო ყავაზე, მიუხედავად იმისა რომ ყავას არ ვსვამ.  🙂 დიდებზე არ დავიწყებ ლაპარაკს ისედაც გეცოდინებათ ცხოვრებიდან თუ ტელევიზიიდან… მე პატარა ბავშვებზე მინდა მოგიყვეთ, რომლებიც “დიდები იბადებიან” – 3-6 წლის ბავშვებზე. “იმერული ესკიზები” ნანახი თუ არ გაქვთ უყურეთ. არაფერი ზედმეტი, არაფერი ნაკლები. რატომ ოსკარი არ მისცეს ქ-ნ ნანას ამ ფილმისთვის.

მათთან ერთად არ მოიწყენ, სიცილით მიმიკური ნაოჭებიც გამიღრმავდა ისე, რომ ბოტოქსიც და შემავსებელიც კი ვერ ამოავსებს. წვრილ ხმაზე, კილოთი მოლაპარაკე ბავშვები, კარგი ჯანმრთელი იერით. პუტკუნები, პატარა ქალებივით რომ დადიან ეზოში, გონება გახსნილები. სასაუბრო თემა შეიძლება იყოს ჩვეულებრივი “ტომი და ჯერიდან” დაწყებული სექსით დამთავრებული. აქ უკვე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი და სიცილისგან ვბღავი ხოლმე. ჩემი შვილიც მიყურებს და ჩემს სიცილზე ეცინება. თუმცა სიცილის მიზეზეს ვერ ხვდება. სიტყვების გადაკეთებაზე აღარ ვლაპარაკობ, ამაზეც მეცინება და მერე მრცხვენია და ვჩუმდები ხოლმე. ამ ბავშვებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ბავშვი რომ დაუყენო გვერდით, არ ვიცი თავს როგორ იგრძნობს. იქნებ მეტი დიპლომატია გამოიჩინოს და საუბარში არ აყვეს. 🙂

ახალი მოსული ვარ ოჯახში და ქალაქში მომიწია ფეხით გასვლა. სკოლასთან ჩავიარე და უკნიდან მესმის ასეთი საუბარი: “-დედა! ეგი რა იყო?! გედვიშალე ქალი… ” მივიხედე და ორი პირველკლასელი გოგო საუბრობს, გრძელი კაბით, ხუჭუჭი თმით და დაბრაწული ლოყებით.  ❤

უბანში ბევრი ბავშვია. ყველა ასაკის 7 წლამდე… ეზოში ვსხედვართ და 4 წლის თეო მეუბნება, რომ გავიზრდები დედა თეთრ კაბას მყიდულობს და ვთხოვდებიო… უი რა მაგარიათქო იყო ჩემი ლენჩური პასუხი. სიტყვა “ლენჩი” აქ გავიგე. ლენჩი=დებილს. ლენჩი ბაღანე=დებილი ბაღანე.

თუმცა დებილი აქ უფრო სალანძღავი სიტყვაა. (ტუტუცური). ბოზი=ტუტუცი, უზრდელი.

ხო, ისევ ბავშვები… 🙂 ჩვენს ეზოში ხშირად მოდიან მეზობლის ბვშვები. დიდი ეზო გვაქვს. სულ მინდორი. ერთხელ, თამაშის დროს თეომ მამლის და დედლის “ალერსს” მოჰკრა თვალი და უკმაყოფილება გამოთქვა: “შეხე, ჩემი მამალი კი აღარ უშვება ასე ჩემს ჯუჯულასო”. ორი დღის წინ კი ქეთო გვესტუმრა 5 წლის, უბნის ჯიბგირია, ყველა მომდურებული ყავს. ახლახანს კბილები მოუცვლია, ორი ზევით, ორი ქვევით და ეს ჯიბგირობა კიდევ უფრო ეტყობა 🙂 (ისე კი არი რიკოთის გვირაბივით კბილები). ძირს სხედან იატაკზე ჩემი ხუჭუჭი და ქეთო. უცბად ქეთო ამბობს, ისე საზოგადოდ: დედამ ასე მითხრა საკეისრო ჯობია ისე გაჩენასო, ხოდა მე საკეისრო უნდა გავიკეთოო… ხუჭუჭამ ქეთო, შენ ჯადოქარი იყავი მე პრინცესა ვიქნებიო… და გააგრძელეს თამაში.ისე ჩემი ხუჭუჭა ძალიან ბავშვურია, გულუბრყვილო და კეთილი.. ბავშვებს ეუბნება “გაგიბრაზდე ეხლა? ” როცა არ უჯერებენ.. კინოებზე გული უჩუყდება და ნიკაპი უკანკალებს. ❤

ბილწსიტყვაობაზე არ ვიცი არ მიმბლოკონ საერთოდ მაგრამ, მაგრად კი იგინება ეს ქეთო.. ბირჟაზეც ქალებს ასე ესალმება: “- გამარჯობათ ბოზებო”. ნუ რა თქმა უნდა იმერული კილოთი.

ძალიან საყვარლად კი იგინებიან ისე…ქეთოს ძმა ყავს 8 თვის და გაექანება ხოლმე და გაკოცეეე კვერცხებშიიი, ასე ეფერება ხოლმე. (პირი ღია დამრჩა) მეზობლის ბავშვებსაც აგინებს და მერე ესენი მე მიყვებიან ხოლმე. ასე გვითხრაო. ძუძუებს უგინებს. 🙂 🙂 ასე შემოეგინა 3-4 წლის ბავსვები 5 წლის ქეთოს და მერე ესენი ჩივიან. ჩემი ხუჭუჭი უსმენს ამათ ჩივილებს და მომიბრუნდა: “დე ქეთომ შენი ძუძუები მოგაჭამეო” და თან ბჟირდება. არ იცის რა ხდება და რა ქნას . 🙂

მიუხედავად იმისა რომ ყოველდღე ჩხუბობენ და ცემენ ერთმანეთს, მაინც ერთად არიან და ერთად თამაშობენ. მე კი კარგ ხასიათზე მაყენებენ.  🙂

* * *

დღეს დედის დღეა… დღე, რომელიც ჩემმა ხუჭუჭამ მაჩუქა და განმაცდევინა… ყოველდღე ხომ დედები ვართ, მაგრამ არავინ აღნიშნავს და მიგვითითებს ჩვენი პატარა ანგელოზების გარდა.. რა კარგი განცდაა და რა კარგი მოსასმენი – დეე, დედა, დედიკო ❤ … დედიკოებო დედის დღეს გილოცავთ… ❤

***

ის მონადირე იყო, მე კოლექციონერი… ეს ისეთი სკანდალი იყო… მერე მამაჩემმა ის შეჭამა და ჩემი თავი ბაბაუთქვენს მისცა…

არდადეგები ხარაგოულში…

ცოტა რომ წამოვიზარდეთ გოგოები და ჩვენი მარტო გაშვება შეიძლებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  ხარაგაულში გადავწყვიტეთ წასვლა ოთხმა გოგომ მატარებლით. მის ერთ ერთ სოფელში მივდივართ – ბაზალეთში. მთიანი სოფელია ულამაზესი. იქ ვინ გვხვდებოდა მთავარი ეგ იყო. მამჩემის დეიდა იმერელი ქალბატონი. ამით ყველაფერია ნათქვამი. 🙂 უხაროდა ბებიას ჩვენი ჩასვლა, ჩვენც საჩუქრებით ვანებივრებდით სიგარეტით და ლუდით. მოკლედ ჩვენნაირი გოგოები იქ არ მოიწყენდნენ.  🙂 სამეზობლოდ ჩვენი ტოლი ბიჭები ცხოვრობდნენ. ბებიას დიდ პატივს სცემდნენ და ბიცოლას უძახდნენ… ჩვენ ვაბრაზებდით ხოლმე აღმოსვლეთიდან ჩასული გოგოები ბაბოს ბუძახდით და წყინდა რანაირი ბაბო ვარ მეო. ერთი ჩვენი ტოლი გოგოც იყო სოფელში მაგრამ ამოვიდოდა და იჯდა მორცხვად, “ქალაქელი გოგოების” რცხვენოდა. არადა რა ქალაქელი, გაფუჭებაზე ვფიქრობდით და გართობაზე სულ.

ყოველდღე ახალ გასართობს ვიგონებდით. ამ ბებიას ვუშრობდით სისხლს… თუმცა კი ერთობოდა ის ქალიც მშვენივრად. დილით საუზმის შემდეგ დუღდებოდა ყავა, “იხსნებოდა გული”, ამოდიოდა საბედოს სახელი. (ყოველდღე სხვადასხვა), მკითხაობა ზუსტი მეცნიერება არ არიო ბებია ამბობდა… მერე იშლებოდა კარტი, სურვილების ჩაფიქრებაზე. ეს იყო ყოველი დილის რიტუალი… დიდი ეზო გვაქვს, სულ მობიბინე ბალახით, ბებიის ქმარმა, რომელიც 14 წლით უმცროსი იყო ბებიაზე, ეზოს მოთიბვა გადაწყვიტა. აიღო ცელი,  ერთი მოუსვა, ორი მოუსვა, სამი და დაეძინა მინდორში. ქათმებმაც დრო იხელთეს და გულმკერდზე გაუჩეჩეს თმა. დაუყენეს რა… კარგი კაცი იყო, ძალიან ალალი და კეთილი… ბებია ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გართობას და ახალ თამაშობებს იგონებდა სულ, თვითონაც ერთობოდა, მგონი ჩვენზე მეტადაც კი. დავყავდით ლაშქრობაზე, ეს თვითონ ეგონა რომ დავყავდით, თორემ ჩვენ დაგვყავდა. ჯოხის ერთ ბოლოში ჩვენ გვეკიდა ხელი, მეორე ბოლოში იმას და ერთხელაც გაეშვა ეს ხელი და დაგვიგორდა დაღმართზე, ერთი კი ამოვგძახა -უხ თქვე მაიმუნებოო. ძლივს ამოვიყვანეთ. 🙂 მერე სადღაც ბუღა დაინახა და იმისკენ გაემართა. ჩვენ შიშისგან ხეებს ამოვეფარეთ. ბებია კი მიდის.

-ფუჩუ, ფუჩუ…

-რაღა ფუჩუ ქალო, კაცია ზრდასრული, ფუჩუ ეკადრება მაგას? ვკვდებით სიცილით.

მივიხედეთ და სადღაა ბებია. დააგორა კიდევ ერთხელ იმ გორაკზე… აღარ ამოგვიყვანია. ჩვენც ჩავედით და სახლისაკენ გავწიეთ. იმერეთში, ალბათ თქვენც გაგიგონიათ, ჭინკაობა იციან. ვითომ ეს ჭინკები ბავშვის ხმაზე ლაპარაკობენ და ტყეში იტყუებენ ხალხს და იტაცებენო… ბიჭებმაც გადაწყვიტეს ჩვენი შეშინება. ერთმა გადაიცვვა ბიძიას კურტკა, გოდორი დაიმხო თავზე და მეტი დამაჯერებლობისთვის სანთელი აინთო შიგნით. ცეცხლი თმაზე წაეკიდა და ეფექტიც მოახდინა. ჩვენ გავერთეთ. 🙂

ბებიას ცხოველებისადმი დამოკიდებულება კიდე სხვა თემაა… კატა ყავდა ბიჭი – “ყარამანი”, რომელიც რაღაც ცხოველმა გაუწიწკნა. მერე გოგო ფისო მოიყვანა და “მაყვალა” დაარქვა.  -ადამიანია დედა, ეს ცხოველი არ არიო, გვეუბნებოდა. ძროხა ყავდა “მერცხალა”, სათნო დამჯერი. რომლემაც ერთხელ ბოსელში გაგვილახა ბებია. გამოვიდა თმა გაჩეჩილი, დახეული ტანსაცმლით. ჩვენ გოგოების ჩხუბში ვერ ჩავერიეთ. 🙂

ქალბატონებო და ბატონებო… წლის კულმინაცია… ოპერაცია – “მერცხალას გადარჩენა”…

დილის რიტუალების შემდეგ, მორბის მეზობლის ბიჭი – 25 წლის!!!! ბიცოლა ბიცოლააა თქვენს მერცხალას წყაროსთნ ვიღაცის ბუღა აწვალებსო. ჩვენ ვბღავით სიცილისგან… ბებომ ჩაიცვა ბოტები მუხლამდე, (თვითონ დაბალი ქალი იყო და საოცრად გამოიყურებოდა) აიღო დიდი ჯოხი და წავიდა. წყარომდე ერთი კილომეტრია, სულ დაღმართი. ჩავიდა ამოიყვანა “მერცხალა”. და იშლება ასეთი სურათი: ბები ფაციფუცობს, ამზადებს ძაბრს, გრძელ შლანგს, ცხელ წყალს და ხელთათმანებს… ქმარი უკან დაყვება ბუზღუნით, დაანებე ქალო ძროხას თავიო… პასუხმაც არ დააყოვნა: უჯიშო შთამომავლობა არ მჭირდება მეო! 🙂 საწყალი “მერცხალა”. წკაპ-წკუპ ხელთათმანებს იცმევს და ნივთებს დანიშნულებისამებრ იყენებს. წამსვე გააქრო ონავარი ბუღას გენების და შთამომავლობის გამრავლების სულ მცირე შანსიც კი… ესეც მინი აბორტი ხარაგოულურად… ჩვენ უკვე აღარ გვეცინება…. ვტირით. 🙂

განწყობა…

დღის განმავლობაში ხშირად მეცვლება განწყობა, ამაში გარემო პირობები მიწყობს ხელს… ალბათ ყველა ასეა, არამგონია არსებობდეს ისეთი ადამიანი რომელიც სულ ერთ განწყობაზე იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში. ჩვენი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და აჩქარებული გახდა რომ მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს და ხშირად გვანებივრებს კარგი თუ ცუდი “საჩუქრებით”. რა მოქმედებს ადამინის განწყობაზე და რა იწვევს მის ცვლილებას…

დიმიტრი უზნაძეს თუ გავიხსნებთ, რომლესაც ეკუთვნის “განწყობის თეორია”  და დავუჯერებთ, განწყობის ცვლილება ხდება მაშინ, თუ სიტუაცია, რომელშიც ადამიანს უხდება მოქმედება, არ შეესაბამება მის განწყობას. განწყობის ცვლილებაზე მრავალი ექსპერიმენტი ჩატარებულა… მე ორ მათგანს შემოგთავაზებთ.

ერთხელ ერთ-ერთმა მეცნიერმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სთხოვა, რომ სიკვდილმისჯილები მისთვის გადაეცათ ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში – პატიმრებს უხვევდნენ თვალს და ეუბნებოდნენ, რომ ვენებს გადაუჭრიდნენ და სიკვდილით ისე დასჯიდნენ. სინამდვილეში ექსპერიმენტის დროს თვალს უხვევდნენ და მაჯაზე სახაზავს უსვამდნენ. ეს პატიმრები სახაზავის გადასმიდან ზუსტად იმ დროში იღუპებოდნენ, რამდენიც სისხლისგან დაცლას სჭირდებოდა. ცხადია, არანაირი ვენების გადაჭრას და სისხლისგან დაცლას ადგილი არ ჰქონია. სიკვდილის მიზეზი ყველა ამ შემთხვევაში იყო გულის გაჩერება.
მოვიყვანოთ მეორე მაგალითი: ბავშვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტატორები შევიდნენ საკლასო ოთახში, ბავშვებს დაანახეს გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული სითხე და უთხრეს, რომ ეს იყო მჟავა, რომელიც კანთან შეხებისას იწვევდა დამწვრობას. შემდეგ ჩამოიარეს და ყველა ბავშვს თითო-თითო წვეთი დაასხეს ხელზე. ზოგიერთ ბავშვს მართლაც ხელზე მსუბუქი დამწვრობა გაუჩნდა. აქაც, ცხადია, სინამდვილეში ეს სითხე წყალი იყო. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზია განწყობა.( წყარო: herba.ge)

მე ერთი შემთხვევა მახსენდება როცა ადამიანი ცვლიდა მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებას… ერთ დილას სარკეში ყურებისას 15 წუთის განმავლობაში იძახდა რომ ის იყო ძალიან მახინჯი.. ქუჩაში გასვლისას შეამჩნია ხალხის საშინელი დამოკიდებულება. ერთი ორი მუჯლუგუნიც კი მიიღო…

მეორე დილას კი 15 წუთის განმავლობაში იძახდა რომ ის იყო ძალიან ლამაზი და ქუჩაში გასვლისას ხალხის აღფრთოვანებულ მზერას წააწყდა…

ასე რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის.. ის ვართ რასაც ვფიქრობთ და განვიცდით…

რადგან ფსიქოლოგიაზე ჩამოვაგდე საუბარი მინდა ფსიქოლოგებზეც ერთი ორი სიტყვა ვთქვა… არ ვიცი ეს ინსტიტუტი ჩვენთან როგორ მუშაობს ან მიმართვიანობა როგორია. ერთი ნაცნობი ფსიქოლოგი მყავს, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობდა. ბავშვი იყო თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი (3-4 წლის) და რატომ?! როგორც თვითონ ამბობდა მშობლებს არ უყვარდა და იმიტომ. როცა მშობლებს დაელაპარაკა ფსიქოლოგი და ურჩია რომ მეტი სითბო გამოეჩინათ ბავშვისადმი და უბრალოდ ძლის წინ ეთქვათ მაინც რომ ძალიან უყვართ მშობლებს, მშობლებმა თვის მართლება დაიწყეს – რა ვქნათ ამ სამსახურის გადამკიდე დაღლილები მივდივართ სახლშიო… მაგრამ (ჰოი საოცრებავ) ძილის წინ უთქვამს დედას რომ ძალიან უყვარს და ერთი კვირის შემდეგ ფსიქოლოგს ხელები უკოცნა.. მადლობა უხადა იმაზე თუ როგორ შეიცვალა იმ დღეების შემდეგ მათი ცხოვრება. ( რაღა უნდა ილაპარაკო).

ჰოლივუდურ ფილმების ყურებისას ხშირად მინახავს ფსიქოლოგის კაბინეტი. (ქართველების არ ვიცი, იმედია “კუხნაში” არ სხედან ყავაზე) დიდი, ხან განათებული, ხანაც ოდნავ დაბნელებული, ოთახში დიდი დივანი, ბევრი ოთახის მცენარე და რაღათქმა უნდა თვით ფსიქოლოგი, ბლოკნოტით და კალმით ხელში… დივანზე პაციენტი, ამბის მშვიდი სახით მომყოლი. ან აფორიაქებული ოთახის ცენტრში ბოლთას რომ ცემს… სულ მინდოდა ფსიქოლოგის ადგილზე ყოფნა. 🙂 იწერს, ინიშნავს პაციენტის მოყოლილ ამბავს და კითხვებს უსმევს. მერე აძლევს გარკვეულ რჩევას და კმაყოფილ პაციენტსაც სახლში ისტუმრებს. რა რჩევა შეიძლება მოგცეს ფსიქოლოგმა ისეთი, რომ გამოგიკეთოს განწობა. იქნებ ჩვენ ვეცადოთ ჩვენი გუნება-განწყობილების შეცვლას და საქმე ფსიქოლოგის კაბინეტამდე არც კი მივიდეს…

ჩვენი განწყობა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება ცუდიდან კარგისკენ შეცვალოს:

  • კარგმა მუსიკა.
  • ყავა, ნამცხვარი, გემრიელი საჭმელი.
  • სასიამოვნო ამბავი. (რაც ძალიან იშვიათი გახდა, მითუმეტეს ტელევიზორს საერთოდ არ უნდა უყურო ამ მხრივ)
  • კარგი წიგნი.
  • კარგი ფილმი. (“იმერული ესკიზები” განსაკუთრებით მიყვარს და რა ვქნა და “შერეკილები” ამ მხრივ) 🙂
  • კარგი სამეგობრო წრე.
  • სხვადასხვა თამაშობები.
  • სეირნობა.
  • ჩვენ ირგვლივ არსებულმა ფერებმა. განწყობის ამაღლებას ნარინჯისფერი უწყობს ხელს. ირკვევა, რომ ეს ფერი იმ ენერგიით დაგმუხტავთ, რომელიც დაგეხმარებათ მოიხსნათ დაძაბულობა და დაღლილობა. ფერების თერაპევტები ამტკიცებენ, რომ ის საუკეთესო ანტიდეპრესანტია, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს თვითშეფასებას.
  • სურათების გადაღება.
  • საყვარელი საქმით დაკავება.
  • უბრალოდ სარკის წინ დგომა და 3 წუთის განმავლობაში ღიმილი. (გამოვცადე 🙂 და რა კარგი შესახედი ვიქნებოდი სხვა თვალისთვის) 🙂

მეთოდები ძალიან ბევრია…ბევრის დაწეაც შეიძლება თუმცა მე ვფიქრობ, რომ როცა ცუდ ხასიათზე ხარ და მდგომარეობის გამოსწორებას არ ცდილობ უბრალოდ არ გინდა და მორჩა…

ასე რომ სცადეთ რომელიმე მათგანი, გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, თუ ხართ ხშირად ცუდ ხასიათზე რომელი მეთოდებით ცდილობთ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას…

my sweet november…

2008 year November.  On a rainy day got massage in Skype…

“-may i know your name?

-sure, Sarah… and you?

– Brian…”

and then, began everything… exchanged our numbers. began many sleepless nights… which continued hole one year. he lived on the West side of country. I lived on the East. Had many themes we talked about… and they still continues…

It was in November 2010. day was warm and sunny. our first date was strange, both of us were afraid, what would happen if we don’t like each other. but we met like we had seen each other before, with smile, with hug. but hole day we sat still and observed each other secretly. Here and there we laughed at our silence… we sat on the lakeside and sometimes asked some questions. i was so nervous that i had a temperature on that day… so I explain my silence.:) when i told him about it on the second day he was so surprised, he told that he was in an awkward situation, he had temperature too 🙂 we were so funny together…

He does not have any wealth. does not have a car, only has his job which he loves very much… he is not even handsome. he is bald headed. tall man. 6 years older than me. But i think his personal wealth is that I always feel like real woman when i am with him, and everybody is comfortable in his company. very calm and comfortable. sometimes tough, but kind-hearted. he is smart, he knows how make woman happy. has sense of humor, which I love most and always makes me laugh. His attitude is everything, woman can imagine and dream about in her life.

2011 in November we got married, in one weak had wedding ceremony… Tell the truth i didn’t want to have wedding ceremony in restaurant. we have strange traditions in our country, people drink too much wine and have a lot of food on the tables… i hate it :), but both of us were happy with that beautiful day, when he is happy i am happy and he thinks so too…

Still we feel like we are lovers… every day is new meeting. We have a daughter she was born is September 🙂 our happiness and life. So September is my sweet month too <3.

what can i tell about my life… it’s beautiful. our favorite people make it beautiful. It’s 5 years that we’ve got married but attitude with each other has not changed…

I wish every woman and man find that one and the only person, who will make you happy and make you feel a real person, give real reason for live and laugh. ❤

უსათაურო…

7:00 საათია, მაღვიძარა რეკავს, ცალი თვალი ძლივს გაახილა, რას არ მისცემდა ოღონდ ცოტა მაინც კიდევ წაეძინა მაგრამ… სალომე 30 წლისაა, მეუღლე და ერთი ქალიშვილი ყავს – ლიზი 4 წლის. უნდა ადგეს, საუზმე გაამზადოს, ლიზი მოამზადოს ბაღისთვის, მეუღლე სამსახურისთვის, თვითონაც ხომ უნდა მომზადება. რეალიზებული და წარმატებული ქალია, მისგან მუდამ ბევრს მოითხოვდნენ ოჯახშიც და სამსახურშიც. ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ, შეიძლება სრულიად განსხვავებული და საწინააღმდეგო, მაგრამ ზუსტად ეს გამოარჩევს მას სხვა დანარჩენებისგან. ცოტა ბუზღუნა, თითქოს არაფერი მოსწონს, მაგრამ მუდან შემართული რომ სხვებს დაეხმაროს. 8:30 საათია, სალომე ჩქარობს სამარშრუტო ტაქსს უნდა მიუსწროს, რომელიც სავსეა გამოუძინებელი სახეებით. დილის საცობია, მგზავრები უკმაყოფილოები არიან. სამსახურშიც ჩქარი ნაბიჯით შევიდა, დაცვა მიესლამა და გზა დაუთმო. მიღწია თავის მაგიდამდე, დაჯდა გადახედა გეგმას, მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს, “-მოდი ვნახოთ რა გვაქვს”,  დღეს ბევრი საქმე აქვს, როგორც ყოველთვის. ოთახი ნელნელა თანამშრომლებით ივსება, იწყება ფუსფუსი, ჩურჩული, ხანდახან ხმამაღალი წამოყვირებებიც, ხან უადგილო ხმამაღალი სიცილი. უფროსი მოვიდა… დათოს და სალომეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ – მეგობრული. დათო მუდამ მზად არის დაეხმაროს სალომეს სამსახურის თუ პირადი საქმეების მოგვარებაში. დათოს უხარია სალომეს დანახვა და თვალის ჩაკვრით ესალმება, სალომეც ღიმილს აგებებს.

ლანჩის დროა, აბა ვინ წავა საჭმელზე? საქმე მოიცდის როცა მუცელი ხმაურობს. ტელეფონზე მესიჯი მოდის- “მე შენ ძალიან მიყვარხარ”. ეს სანდროა- სალომეს ქმარი. მუშაობა ახლახანს დაიწყო და გამოდის უმუშევრობით გამოწვეული დაპრესიიდან და ნელნელა ისევ იმ სანდროს ემსგავსება გაცნობის პირველ დღეს რომ შეხვდა სალომე. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. იყო შეხვედრები, წინააღმდეგობები, ბევრი ბედნიერი დღე. ადვილად ვერ გადაწყვიტა სალომემ ოჯახის შექმნა. თუმცა ეს ნაბიჯი ერთ ღამეს გადადგა და ახალ ოჯახში ასე მოუწესრიგებელი როგორ შევალო და თმის მოწესრიგება გადაწყვიტა, თუმცა თმაც მოუწესრიგებელი დარჩა და გაზქურაზე ათუხთუხებული სადილიც…სალომეს ღაწვები აუწითლდა, თითქოს ტელეფონი დამალა, გეგონება ვინმე კითხულობს მის მესიჯებსო და საპასუხო მესიჯმაც არ დააყოვნა: “მეც მიყვარხარ, მუშაობა მაცადე”. სალომე ხანდახან მკაცრია, ხანდახან ძალან მომთხოვნიც, იქამდე ისტერიკობს, სანამ არ დაავიწყდება რატომ დაიწყო ჩხუბი, თუმცა სანდროს თბილი სიტყვა ყველაფერს ავიწყებს სალომეს. როცა სალომემ და სანდრომ დაიწყეს ერთად ცხოვრება, იყო ბედნიერი დღეები, თავი იჩინა პრობლემებმაც. რომლებთან გამკლავებაც ძალიან ძვირად უჯდებოდა სალომეს. ბევრი უძლო ღამე, ბევრი წინააღმდეგობა. თუმცა მან ეს მაინც შეძლო და ოჯახი ფეხზე დააყენა, სულ მეგონა რომ რომელიღაც დღესაც სალომე დანებდებოდა და დაანებებდა თავს ამ ყველაფერს, მაგრამ მან ამ ყველაფერს გაუძლო. უწევდა აქეთ იქით სირბილი ბანკში, ვალების გადახდა, მაგრამ ყველაფერს თავი მოუყარა და საქმეც მოაგვარა… ამ ყველაფრის შემდეგ სალომე და სანდრო უბინაოდ დარჩნენ, თუმცა ერთმანეთს მაინც არ შორდებოდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს უკეთესი მომავლის იმედით.

სამუშაო საათები სრულდება, სალომეს ისევ გარშემო უწყვია ფურცლები, იდაყვებს ეყრდნობა და ფიქრობს. ოთახი ცარიელდება, ისევ სიმშვიდე ბრუნდება. ოთახიდან უფროსი გამოდის.

“-შენ კიდევ აქ ხარ?

-კი შემოვრჩი, ამასაც დავამთავრებ და წავალ.

-არა დაყარე და წამოდი, გაგიყვან სახლში.

-კი, მაგრამ…

-არავითარი მაგრამ, შენც უნდა დაისვენო ხანდახან…

პიკის საათია ისევ საცობი, ისევ სიჩუმე.ისეც ფიქრები მომავალზე და საკუთარ სახლზე. შეთავსებული აქვს ცოლის, დედის, ბანკირის, ადვოკატის, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის როლი…  სახლში მისულს კარებთან პატარა ლიზი შემოეგება, -დედიკოო რა მომიტანეე? ჩანთაში თავისთვის ნაყიდი შოკოლადი მოიძია,რომელიც ლანჩზე უდნა ეჭამა მაგრამ ვერ მოასწრო. ბავშვი კმაყოფილია. სამსახურიდან სანდროც დაბრუნდა დაღლილი , ერთად ივახშმეს, სხედან მშვიდად, რა კარგია სიმშვიდე… სამზარეულოში უცბად ლიზი შემოდის თავისი ნახატით. “- ნახე რა დავხატეე, ეს შენ ხარ მა, ეს დედიკოა, ეს მე და ეს ჩემი კნუტი. კნუტს ხომ მიყიდი? სანდრომ და სალომ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ, რა დროს კნუტია გოგო წამო დავიძინოთ. სანდრომ ლიზი დააწვინა, სალომემ სამზარეულო მიალაგა და ცოტა ხანი ჩამოჯდა. ღამის 1 საათია. ფიქრებში გართულმა ვერ გაიგო სანდრო როგრო მიეპარა, გვერდით მიუჯდა -არ დავწვეთ? მერე მის გახალისებას შეეცადა…” გახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის პირველი დღე? გაზქურაზე რომ ქვაბი დაგრჩა? მაინც რაზე ფიქრობდი სულელო? ლამის მთელი სახლი რომ გადაწვი?” ორივეს გაეცინა. ოთახში შუქი ქვრება…

მაღვიძარა რეკავს… დილის 7 საათია…

როგორ გამოვიყვანოთ მამაკაცი მდგომარეობიდან…

“- კაცი წყობილებიდან გამაიყვანე და ეხლა კითხულობ? “- ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფრაზა ქართული მხატვრული ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა”. დღეს მამაკაცებზე მინდა დავწერო, რაზე შეიძლება გაგვიბრაზდეს ჩვენი საყვარელი მამაკაცი. ჩვენ ხომ ისეთი საყვარლები ვართ რომ ჩვენზე გაბრაზება წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ “ჩვენდაუნებურად” მაინც გამოგვდის და ვახერხებთ მათ გაბრაზებას… მაშ ასე დავიწყოთ:

  • ერთი და იგივე საკითხის ხშირი გამეორება – აი წარმოდგინეთ რა ცუდია როცა ერთი და იგივე საკითხზე ხშირად გეჩიჩინებიან. ხან მონოტონურად,  ხან ხმის დიაპაზონის მონაცვლეობით, მეტი შანსია მოთხოვნა შეუსრულებელი დარჩეს. იყავით მაქსიმალურად ნაზები, მშვიდი საუბრით თქვენს საყვარელ მამაკაცს ბევრ რამეზე დაითანხმებთ.
  • არ ხვდება საჭმელი სახლში – დღეს ისე შეიცვალა ქალისა და მამაკაცის ცხოვრება, ქალები ისე გააქტიურდნენ და დაკავდნენ თავისი საქმით რომ აღარავის უკვირს თუ მაცივარი ნახევარ ფაბრიკატებით იქნება სავსე… მაგრამ მაგასაც ხომ მომზადება უნდა თუ მზა საკვები არ არის ნაყიდი? 🙂 შეიძლება ერთხელ თვითონ მოიმზადოს და არ შეიმჩნიოს, მეორედ, მესამედ, მეოთხედ…  მაგრამ მერვედ? 🙂 “დილით მწვანილი, საღამოს მწვანილი, ბარემ აიღე და ბოსტანში დამაბი.” 🙂
  • ყველა პერანგი გასარეცხია – რომელ ქალს არ უნდა თავისი მამაკაცი კარგად გამოიყურებოდეს? მგონი არ არსებობს ასეთი ქალი. თუმცა თავისი საქმეების გადამკიდე შეიძლება დაავიწყდა სარეცხის მანქანაში მისი პერანგების შეყრა. ” -საყვარელო სად არის ჩემი პერანგი? –  უი არ გამირეცხია..” იმედია ამას ავეჯის ამოტრიალება არ მოყვება ან ჭურჭელი არ შეეწირება.
  • “-საყვარელო შენი მანქანა…” – ოხ, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა…
  • კითხვები თქვენს გარეგნობაზე – ” საყვარელო ეს კაბა მასუქებს?”, ” ეს კაბა მიხდება?”, “მოკლე ფეხები მაქვს?” “თმა ასე მიხდება თუ წინა ვარცხნილობა ჯობდა? მართლა? ესიგი არ უნდა შემეჭრა თმა..” თუ ამ შეკითხვებს უკვე სისტემატური ხაისათი აქვს კაცის გაწითლებულ სახეს უნდა ელოდოთ. ამ დროს კაცი სრულ გაუგებრობაშია, ფიქრობს იმაზე,  რომ თქვენ გული არ დაგწყვიტოთ. ამიტომ სრულ, კომპეტენტურ პასუხ ვერ მიიღებთ.” მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ ვინ ხარ შენ, არამედ იმიტომ, რომ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.” მარკესი.
  • სად იყავი ამდენი ხანი –“ჭკვიანი ქალი არ კითხულობს სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის”. (მარსელ ეხარდი)
  • ბევრი ლაპარაკი – წარმოიდგინეთ, სამსახურიდან დაღლილი თქვენი კაცი, თქვენ კიდევ ისე უყვებით მეზობლის გოგოს შესახებ როგორ ბედში ჩავარდა და როგორი მზითები გააყოლა მისმა მშობელმა, რომ გეგონება ვინმე გასწრებდეთ.

“კაცები საშუალოდ 25 000 სიტყვას ამბობენ ყოველღიურად, ქალები კი – 30 000-ს. უბედურება ისაა, რომ როდესაც მე საღამოს სახლში ვბრუნდები და ჩემი 25 000 სიტყვა უკვე ნათქვამი მაქვს, ჩემი მეუღლე სწორედ მაშინ იწყებს თავისი 30 000 სიტყვის თქმას.” (მაიკლ კოლინზი).

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კაცები ქალებზე ჭორიკნები არიან და უფრო ბევრსაც ლაპარაკობენ. ერთ დღეს მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ტაქსით ვმგზავრობდით, აღმოჩნდა რომ მძღოლი ჩემს მეუღლეს იცნობდა და უცბათ, რომ არავინ ელოდა მძღოლმა დაიწყო: ” ბიჯო, გაიგე კორნელი კეკელიას ცოლი გათხოვდა, (ჩემი მეუღლის სახეს ვერ ავღწერ ყველა ემოცია ერთბაშად აღიბეჭდა მის სახეზე, გაკვირვება, ” ვითომ ვერ გაიგო” პოზიცია) 🙂 რაა? იყო პასუხი.. კორნელის ცოლი გათხოვდა მეთქი, მძღოლი აგრძელებს თვისას.. ის საწყალი ხომ მოინელა და მოკვდა იჩხირავდა ის უბედური და ეს ქალი ბიჯო ადგა და არ გათხოვდა? … მანქანიდან გადმოვედი და სიცილით დღის ნორმა პრესის ვარჯიშიც შევასრულე. ვინ არის ან კორნელი ან კეკელია… ვის აინტერესებს 🙂

  • ტელეფონის უპასუხო ზარი – მგონი არც არაფერია სათქმელი 🙂
  • თუ მის შეცვლას ცდილობთ – კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი, პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.  აინშტაინი…
  • ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას – კამათი ბევრს საკითხზე შეიძლება ოჯახში, მთავარია იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ეს ყველაფერი სერიოზულ ჩხუბში არ გადაიზარდოს. და როცა არცერთი მიდის დათმობაზე? “კაარგი მაყვალ, ნუ მოსწყდები ხოლმე ჩაფაანთ ყორესავითა”..

.                                  

თუ რომელიმე პუნქტი თქვენთვის ნაცნობია, ეცადეთ მაინც გამოასწოროთ დამოკიდებულება, გავიხსენოთ ჩვენი თავი შეყვარებულობის პერიოდში როგორი ნაზები ვიყავით. ურთიერთობას იუმორიც ალამაზებს… მათ, ისევე როგორც ჩვენ მოფერება სიამოვნებთ, თბილი სახლი, მშვიდი გარემო. მამაკაცებო, თქვენ ხომ ზუსტად ჩვენი მხიარული ხასიათის გამო გიყვარვართ! ნუ გაგვკიცხავთ.     ” ქალის ჯამრთელობისთვის მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა ყველაზე მნიშვნელოვანია.”

სიყვარული ხომ ყველას უნდა…

 

რატომ უნდა წახვიდეთ ბორჯომში…

ბორჯომი განსაკუთრებულად მიყვარს… აქ დავიბადე და გავიზარდე… მისი მთიანი ლანდშაფტი, წყაროს წყლები და სუფთა ჰაერი მას გამორჩეულს ხდის… მინდა ერთი ორი სიტყვით გითხრათ რატომ უნდა ეწვიოთ ბორჯომს… თუ თქვენ გიტაცებთ მთიანი გარემო, გიყვართ
ლაშქრობები, ჯომარდობა, თხილამურებზე სრიალი, ან უბრალოდ გინდათ დაისვენოთ მწვანე და ჯანსაღ გარემოში, მაშინ ბორჯომი ზედგამოჭრილია თქვენთვის…      ქალაქი დამთვალიერებელს წელიწადის ნებისმიერ დროს ელის და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება. ბორჯომში შეგიძლიათ როგორც მატარებლით, ასევე სამარშრუტო ტაქსითაც ჩამოხვიდეთ.

თბილისი – ბორჯომი (დიდუბის მეტროს წინ) 8.00 ღირებულება – 8 ლარი
თბილისი-ბაკურიანი (დიდუბის სადგური) 8.30, 13.30
თბილისი – წაღვერი (დიდუბის მეტროს წინ) 13.00, 14.00 ღირებულება- 10 ლარი
ბორჯომი – თბილისი 18.00
ბორჯომი-ბაკურიანი – 9.00, 10.30, ღირებულება წაღვერამდე- 1 ლარი
ბაკურიანი – ბორჯომი – 8.00, 14.00,
წაღვერი – თბილისი – 8.00, 16,30 ღირებულება – 10 ლარი.

იმგზავროთ ტაქსით : თბილისი-ბორჯომი 100-120 ლარი.

მატარებლით:

თბილისი – ბორჯომი 06:45 10:55 ელექტრომავალი ყოველდღიური 2 ლარი
თბილისი – ბორჯომი 16:35 21:05 ელექტრომავალი ყოველდღიური 2 ლარი

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/matareblis-ganrigi.html?view=railway#ixzz3zwRNJ0Fr

ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა, აქ ზაფხული თბილი და ხანგრძლივია, ზამთარი კი ზომიერად რბილი. ასე რომ თუ ზაფხულში გადაწყვეტთ ესტუმროთ ბორჯომს არ გაწყენდათ თბილი მოსაცმელების თან წამოღება. საღამოს ბორჯომში საკმაოდ გრილა ზოგიერთი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით.

 

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი. ბორჯომის მთებში გოგირდის აუზებია, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იბანაოთ, მიწიდან ცხელი გოგირდის წყალი ამოდის. ბორჯომის ისტორიულ პარკში კი ყველასთვის ცნობილი სასმელი მინერალური წყალი “ბორჯომი” ამოდის და მის ონკანთნ დამსვენებლების რიგი არ წყდება… 

ეწვიეთ ბორჯომის ისტორიულ პარკს, რომელიც ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება დამსვენებელს, პარკში შეგხვდებათ კინოთეატრი – განტვირთვისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ საბაგირო გზით, რომლის საშუალებითაც ეწვევით პლატოს და თქვენ თვალწინ გადაიშლება მთელი ბორჯომის ხეობა. 

თუ თქვენ ბუნებაში ლაშქრობა უფრო  გიტაცებთ , მაშინ გირჩევთ ეწვიოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოიცავს — საკუთრივ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს ( IUCN-ის კატეგორია I, დაარსდა 1935 წელს, ფართობი 14 820,6 ჰა, შექმნის მიზანი — უნიკალური ტყის მასივებისა და კავკასიური კეთილშობილი ირმის Cervus elaphus maral დაცვაა) და ნეძვის აღკვეთილს (IUCN-ის კატეგორია IV, 8992 ჰა, დაარსდა 1995 წელს კავკასიური სოჭის (Albies nordmanniana), უნიკალური კორომებისა და ფოცხვერის (Lynx lynx)დაცვის მიზნით)

პარკი დაარსდა 1995 წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 083 ათასი ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტებით.

ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები პარკს ქართული კულტურით დაინტერესებულთათვისაც მიმზიდველს ხდის.

პარკში შექმნილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, მუშაობს 12 ტურისტული მარშრუტი, რომელთა გასწვრივაც მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, აქტიურად ხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები, აღირიცხება პარკში არსებული ფლორისა და ფაუნის იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები. შეგიძლიათ ესტუმროთ პარკის ფეისბუქ გვერდს და გაიგოთ და ნახოთ უფრო მეტი: https://www.facebook.com/bknp95/?fref=ts

თუ თქვენ სპორტით ხარ გატაცებული და ადრენალინის მოზღვავება სიამოვნებას განიჭებთ ამ განხრითაც ბორჯომი გულს არ დაგწყვეტთ. მდინარე მტკვარზე 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე სეზონზე იმართება შეჯიბრი ჯომარდობაში. თუ ბორჯომის ისტორიითაც დაინტერესდებით ეწვიეთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის –რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგებაარქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნებისგანყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები),მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული დააზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ბორჯომში განსაკუთრებით დამსვენებელთა რაოდენობა ზამთარსა და ზაფხულში იმატებს… ზამთარში ბორჯომი განსაკუთრებულად ლამაზია. დამსვენებელი ბორჯომის რაიონის ერთ-ერთ დაბაში – ბაკურიანში მიემართება, რომელიც საკმაოდ ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება… ბაკურიანში ბორჯომიდან მატარებელი დადის სახელად “კუკუშკა”. “კუკუშკით” სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღე გასვლა რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან

ბორჯომი-ბაკურიანი   7.55,  10.55
ბაკურიანი – ბორჯომი – 10.00, 14.15
მგზავრობის დრო – 2.15 სთ
ღირებულება 1-2 ლარი.

ასევე დადის სამარშრუტო ტაქსიც:

თბილისი – ბორჯომი   (დიდუბის მეტროს წინ)   8.00  ღირებულება – 8 ლარი
თბილისი-ბაკურიანი  (დიდუბის სადგური)    8.30,  13.30
თბილისი – წაღვერი (დიდუბის მეტროს წინ) 13.00,  14.00 ღირებულება 10 ლარი
ბორჯომი – თბილისი 18.00
ბორჯომი-ბაკურიანი – 9.00, 10.30,       ღირებულება წაღვრმდე 1 ლარი
ბაკურიანი – ბორჯომი –  8.00,  14.00,
წაღვერი – თბილისი – 8.00, 16,30   ღირებულება – 10 ლარი.

 

ასევე გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს. 

მნახველზე არანაკლებ შთაბეჭდილებას ტოვებს ბორჯომის გარშემო არსებული ძველი ისტორიული სათვალთვალო კოშკებიც…ძველი ქართული ლეგენდის თანახმად, სიტყვა ბორჯომი ორი სიტყვისაგან  – “ბორჯი” და “ომი” შედგება. ხშირი ომიანობის დროს ბორჯომს მისი ხელსაყრელი მდებარეობა, ხეობაში ციხე-სიმაგრესავით იცავდა. ხეობის ფერდობებზე კი აშენებული იყო სათვალთვალო კოშკები. XVI – XVIII საუკუნეთა ეპოქამ წინა დროისაგან მემკვიდრეობით მიიღო უამრავი ციხე – სიმაგრე, რომლებიც განლაგებული იყო საქართველოს უმთავრეს გზებსა და ხეობებში, უმთავრეს სტრატეგიულ ადგილებში. ყველაზე დიდი და სახელგანთქმული ციხეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ პროვინციებში – თითქმის ყველა – ან ანტიკურ, ან უფრო მეტად, ადრინდელი და განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაშია შექმნილი ბორჯომში შეგხვდებათ: ფანასკერტელი, მგელ – ციხე, თეთრ – ციხე, ჯაჯის – ციხე, ხერთვისი, აწყური, სლესის ციხე, პეტრეს და გოგიას ციხეები.

თუ ამ ბლოგმა ოდნავ მაინც დატოვა თქვენზე შთაბეჭიდლება და ვერ გადაგიწყვეტით სად გაატროთ თავისუფალი დრო, გირჩევთ ეწვიოთ ბორჯომს. მერწმუნეთ რეალობა მოლოდინს ნამდვილად გადაჭარბებს.

ბედნიერი დღის ბედნიერი დასასრული…

     3 იანვარი 2011 წელი… ბორჯომი, ბაკურიანი… წავედით თოვლში სასრიალოდ, მამამ წაგვიყვანა ქალიშვილები ოჯახებით და ჩემი უმცროსი, ნანატრი ძმა (მეოთხე). მე და ჩემი უფროსი და ახალი გათხოვილები ვართ წიწკვები. ძალიან დიდი თოვლია, ცაზე მზე ისე ანათებს შეგიძლია თბილი პალტო-მანტოს გარეშეც გაერთო და საერთოდ არ შეგცივდეს… წარმოშობით ბორჯომიდან ვარ. არასდროს მიკვირდა სხვა ქალაქის თუ ქვეყნის მთიანი ლანდშაპტი. თოვლი მითუმეტეს, მაგრამ ბაკურიანში იმდენი ვიყავით და თან ისეთ კარგ ხასიათზე უნახავებივით მივასკდით თოვლსაც, ციგებსაც, მიწას და მთას. მე და ჩემმა პატარა დამ რომელიც ჩვენზე ადრე გათხოვდა 16 წლის, არ დავტოვეთ გაუკვალავი თოვლი. ყველგან ჩვენ ვეყარეთ, ან თოვლზე ან ვიღაცის ზურგზე. საკმაოდ კარგი დრო ვატარეთ. მამა იდგა და გვიყურებდა, ნეტა რას ფიქრობდა იმ დროს… მოკლედ თოვლში ბევრი სრიალის, ციგიდან რამოდენიმეჯერ გადმოფრენის და თოვლით სადილილ შემდეგ წამოვედით სახლში… რამოდენიმე დღის შემდეგ (ალბათ 2-3) ორსულობის ტესტი ორ ხაზს მიჩვენებს… ეს იყო.. არ ვიცი ვერც ავღწერ იმ გრძნობას რამაც მთელი ჩემი გონება და სხეული მოიცვა. ვისაც დედობა გამოგიცდიათ განსხვავებულს არ ვწერ თქვენც კარგად იცით. 🙂 თვალწინ გაიარა მონელებულმა თოვლმა და დაბეგვილმა გვერდებმა. წავედით ეხოსკოპიაზე, ექიმს როგორ მოვუყვებოდი მე რა დღეშიც ვიყავი ბაკურანში, უდანაშაულო თვალებით ვიყურები. დასკვნა: სამი კვირის ორსულობა… წოლითი რეჟიმი… მთელი ორსულობა და მშობიარობა ისე გავიარე, როგორც ორსულობის პირველი დღეები ბაკურიანში…. 15 სექტემბერს კი ჩემი გოგო დაიბადა. ჩემი ნუკი… ყველაზე გრძელი ფეხებით და ლამაზი ტუჩებით…